ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს

USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს

USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხდა პროგრამის ხელმძღვანელს, ლოუ ფაოროს მხარდაჭერისთვის და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი გააჩნია.

პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი) ხელშეწყობის საკითხებს.

წყარო: „კომერსანტ“.გე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გადაარჩინე-პრემიერო, დაურეკე ანიტას!

“მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე” – პრემიერო, დაურეკე ანიტას! ანიტას პრემიერის დახმარება სჭირდება და ხმის მიწვდენას ცდილობს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com