ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / SOS !!! ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგის ლიდერის ნიკა მელიას დაკავება იგეგმება !!!

SOS !!! ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგის ლიდერის ნიკა მელიას დაკავება იგეგმება !!!

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

SOS !!! ამ წუთებში სპეცოპერაციისას პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგის ლიდერი დააკავეს !!!ნიკა მელია თვლის, რომ მისი დაკავება პუტინის დავალებაა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ ყველაზე რთულ  მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სხვა გზას არ უტოვებს და აკეთებს იმას, რისი გაკეთებასც შესაძლოა მასაც არ უნდოდეს“-განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის 2 კომიტეტის გაერთიანების სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ  ნიკა მელიას  დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. შემდეგ კი აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი პარლამენტის ბიურომაც დაუჭირა.

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობო

 მოგეხსენებათ, რომ  დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა  ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

პარლამენტის პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურისთვის ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს კენჭი უნდა უყარონ.

 

https://www.facebook.com/netgazeti/videos/2091892860932752/

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...