ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ის სიმპტომური დაავადების შემთხვევებს 57%-ით, ორივე დოზის მიღების შემდეგ კი – 94%-ით ამცირებს

Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ის სიმპტომური დაავადების შემთხვევებს 57%-ით, ორივე დოზის მიღების შემდეგ კი – 94%-ით ამცირებს

Reuters-ის ინფორმაციით, „კლალიტის სამეცნიერო ინსტიტუტის“ კვლევა ისრაელში ჩატარდა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.Pfizer / BioNTech-ის ვაქცინაზე რეალურ ცხოვრებაში ჩატარებულმა პირველმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 94%-ით ეფექტურია.კვლევის შედეგები ახლოს არის გასულ წელს ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგებთან, რომლის თანახმად ვაქცინის ორი დოზა ვირუსის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტურია.კვლევის შედეგები ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

1.2 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ის სიმპტომური დაავადების შემთხვევებს 57%-ით, ორივე დოზის მიღების შემდეგ კი – 94%-ით ამცირებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ წინააღმდეგაც, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოქმედებს ის „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის“ წინააღმდეგ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„43%-იანი ზღვარი ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება- მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა“-გიორგი გახარია

გიორგი გახარია აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა ხელისუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება; -„ეს შიშისგან ...