(NDI)-ის “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 31%-ი.
გამოკითხულთა 11%-ი მთავარ საფრთხედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას მიიჩნევს, 10% კი – რუსულ პროპაგანდას. ტერორიზმს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს მიიჩნევს.
რაც შეეხება მოსაზრებას, რა დაეხმარება საქართველოს ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში, 28 % -ი ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, 11% კი – ევროკავშირში გაწევრიანებას. ძლიერი ლიდერი, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას – გამოკითხულთა 11%-ის მოსაზრებით არის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობა. დემოკრატიის გაძლიერებას 6%-ი მიიჩნევს გამოსავლად; ხოლო 9%-ი თვლის, რომ საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობა.
კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.