ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / NDI-ის კვლევებით კახა კალაძე ლიდერობს

NDI-ის კვლევებით კახა კალაძე ლიდერობს

– „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა.

კითხვაზე “ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა

30% “ქართული ოცნების” კახა კალაძეს უჭერს მხარს,

19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს,

18% “ნაციონალური მოძრაობის” ზაალ უდუმაშვილს.

“ევროპული საქართველოს” ელენე ხოშტარიას და “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს 3%-3% ერგო.

კითხვაზე – “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს” გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება”. ოცნება მეორე არჩევანის სახით გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა.

გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ნაციონალური მოძრაობა” დგას. ნაციონალები მეორე არჩევანის სახით გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com