ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37 პროცენტი – ცუდად, ხოლო 12 პროცენტი -ძალიან ცუდად

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37 პროცენტი – ცუდად, ხოლო 12 პროცენტი -ძალიან ცუდად

აქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37 პროცენტი – ცუდად, ხოლო 12 პროცენტი -ძალიან ცუდად, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში აფასებენ -60 პროცენტი, ხოლო 34 პროცენტი კარგად აფასებს. ეს მონაცემი დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა: დიდ ქალაქებში მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხული მოსახლეობის 55 პროცენტი, კარგად -37 პროცენტი. პატარა ქალაქებში 41 პროცენტი ცუდად აფასებს, 52 პროცენტი -კარგად. სოფლებში 43 პროცენტი ცუდად აფასებს, 48 პროცენტი -კარგად . რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებას, კვლევის თანახმად, 36 პროცენტი მთავრობს საქმიანობას ცუდად აფასებს, 57 პროცენტი -კარგად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!”-“დღეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com