ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „NDI და IRI „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს აქვეყნებენ“

„NDI და IRI „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს აქვეყნებენ“

 „NDI და IRI „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს აქვეყნებენ“-განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებენ, არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

არც IRI-ის და არც NDI-ის კვლევები ნდობას არ იმსახურებს, ვინაიდან მათ მიერ დაკვეთილი და შესრულებული სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ყველაზე მთავარი კვლევა ეს არის არჩევნების დღე, რომელიც იქნება 2 ოქტომბერს. ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდება შემდგომი წლები ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე. მანვე განაცხადა, რომ მთავრობა მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, რათა ქვეყანაში სამაგალითო საარჩევნო გარემო იყოს.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის”, (IRI) კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი  გიორგი გახარიას, პარტიას რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა: “შრომის პარტია – შალვა ნათელაშვილი” -3%; “გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე” – 2%; “სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე- 2%; “ლელო – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე” – 2%, “პატრიოტთა ალიანსი” – 2%; “მოქალაქეები” – 2%; “ერი- ლევან ვასაძე” – 1%; “ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია” – 1%; “ხალხისთვის – ანა დოლიძე – 1%; “დროა” -ელენე ხოშდარია1 %; “გირჩი” – 1%; სხვა პარტიები – 1%. პასუხი “არ ვიცი” აირჩია – 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...