ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / NATO-ს თავისი ჯარი საქართველოში შემოყავს! როგორც ცნობილია აქედანაც განხორციელდება ირანზე შეტევა!

NATO-ს თავისი ჯარი საქართველოში შემოყავს! როგორც ცნობილია აქედანაც განხორციელდება ირანზე შეტევა!

ნატო-ს დროშის ქვეშ მცურავი გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მარტამდე უნდა დაამტკიცოს.
საქართველოს მთავრობას დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან [ანუ, 2019 წლის 26 დეკემბრიდან] 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი დადგენილების მიღება, რომლითაც ნატო-ს გემებისთვის აღნიშნული ნებართვის გაცემის წესი დამტკიცდება.
ცვლილება შევიდა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის ერთ-ერთი პუნქტი [მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი] ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა:ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონით, „უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში“.

`tv lazika~

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com