ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა გვაქვს“-ამირან გამყრელიძე

„ H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა გვაქვს“-ამირან გამყრელიძე

იანვრის პირველ კვირას გვაქვს ავადობის მაჩვენებლის შემცირება – 21 ერთეულით. დეკემბრის ბოლო კვირას იყო 277, ახლა არის – 256. ასევე შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, 41% იყო ახლა კი 33%-ია, თუმცა, ესეც მაღალია. საავადმყოფოში რჩებიან ის ადამიანები, შედარებით მძიმე ავადმყოფები გრიპის სხვადასხვა გართულებებით. ქვეყანაში გაიცემა სახელმწიფოს ხარჯზე ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ”, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშია. ამ ცენტრების მისამართები ჩვენს ვებ-გვედზეა გამოქვეყნებული. ეს პრეპარატი უფასოდ გაიცემა შემდეგი კატეგორიის ადამიანებზე: ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, დიაბეტის მქონე პაციენტებზე და ასევე, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე. „ტამიფლუ” უფასოდ გადაეცემათ ასევე ონკოლოგიური დაავადებების და სასუნთქი გზბის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ამ ეტაპზე-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საცხოვრებლად ზუგდიდში გადავალ, მაგრამ ჯერ სახლს ვერ ვიყიდი, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს“-სანდრა რულოვსი

 ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში იყრის კენჭს, ის ზუგდიდის მერის პოსტის დაკავებას აპირებს: „მე ზუგდიდში ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com