ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ CO-ს გაჟონვით დაიღუპა 7 ადამიანი,მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, აუცილებელია შემოიღონ დეტექტორები“-კახა კალაძე

„ CO-ს გაჟონვით დაიღუპა 7 ადამიანი,მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, აუცილებელია შემოიღონ დეტექტორები“-კახა კალაძე

ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგულაციები გასამკაცრებელია. რაც შეეხება გამათბობლების დამონტაჟებას, შესაძლოა, ეს სერტიფიცირებულმა კომპანიებმა განახორციელო, გარდა ამისა, აპირებენ, რომ შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით:

„რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარი იყო, რომ აპირებენ, რომ შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მერიასაც შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, რათა ადამიანებს შევუმსუბუქოთ ამ მიმართულებით გადასახადები. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომელსაც შეიძენს თვითონ აბონენტი,“ – განაცხადა კალაძემ.

მომხდარზე პასუხისმგებლობას რაც შეხება  კახა კალაძე აცხადებს, რომ   მას ახლა გაუჭირდება ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი.

„გვეუბნებიან, როCO-ს გაჟონვით დაიღუპა 7 ადამიანი. კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. , ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა რა თქმა უნდა.

მე გამიჭირდება ვინმეზე რაღაცა ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, ზოგადად პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, როგორ აპირებენ რეგულაციების გამკაცრებას იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის დაუდევრობით ხდება და არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მხცოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობები. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლები ზოგადად აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში მათი დამონტაჟება, მით უმეტეს კუსტარულად,“ – განაცხადა  კახა კალაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com