ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „C ჰეპატიტის კვლევებზე გარკვეული თანხა იყო საჭირო, რაც ვერ გადაიხადეს,ამიტომ დარჩა C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი“

„C ჰეპატიტის კვლევებზე გარკვეული თანხა იყო საჭირო, რაც ვერ გადაიხადეს,ამიტომ დარჩა C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი“

ახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

`„ლაპარაკია 2000 დოზაზე, მაშინ, როდესაც დღესაც კი, არის დაახლოებით 16 ათასი კაცი, ვისაც დადასტურებულად აქვს c ჰეპატიტი. ეს 16 ათასი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენჯერმე უკავშირდებიან, თხოვენ, რომ ჩაერთონ პროგრამაში, ეს ხალხი დღემდე არ არის ჩართული პროგრამაში, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულიდან მოყოლებული საერთოდ უფასოა პროგრამაში ჩართვა. ეს წამლები იყო და ამ ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო? კვლევაც ჩატარდა, რომ ურეკავდნენ, რატომ არ მიდიოდნენ და ერთ-ერთ ეტაპზე მეორე მიზეზად დასახელდა ის, რომ კვლევებზე გარკვეული თანხა იყო საჭირო, მაგრამ ესეც მოიხსნა და მიუხედავად ამისა, მაინც არ მიდიან. C ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც “ჩუმი მკვლელია”. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს, ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით? თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს? ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის უბრალოდ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

.

<

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ აბა რა ხარ?”-ლევან ხაბეიშვილი

დღეს საკრებულოში დაპირისპირება  გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com