ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დავით  უსუფაშვილი:„მამუკა ხაზარაძის ახალი ძალა ყველა ვარიანტში წაადგება ქვეყანას და მისი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას“

დავით  უსუფაშვილი:„მამუკა ხაზარაძის ახალი ძალა ყველა ვარიანტში წაადგება ქვეყანას და მისი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას“

 

„ შენების“ მოძრაობის ლიდერი დავით  უსუფაშვილი აცხადებს, რომ  ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკური ძალები, ამიტომაც  მიესალმება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ ძალებს.

„მე მივესალმები ახლებურად აწყობილ და მოწყობილ პოლიტიკურ ძალებს. იქნებიან ისინი პარტნიორები თუ კონკურენტები, ეს ყველა ვარიანტში წაადგება ქვეყანას და მისი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას. თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, იგი „შენების მოძრაობისთვის“ და პირადად ჩემთვის საინტერესო კონკურენტი ან საინტერესო პარტნიორი იქნება. მე ამ ტერმინს ბევრი პოლიტიკური ძალის მიმართ არ ვიყენებ, თუმცა მამუკა ხაზარაძეს და მის მეგობრებს ჯერ იდეა შინაარსით აქვთ შესავსები, ყველა დანარჩენი საკითხი კი ამის შემდგომი პერიოდისთვისაა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ერთი ვარსკვლავბიჭუნას ან ერთი გადამრჩენელი პოლიტიკური ძალის ძებნა. ასე ვერასდროს ვერ გადავრჩებით. საქართველოს სჭირდება რამდენიმე სერიოზული პოლიტიკური ძალა და ესაა მრავალპარტიულობა.

ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, „შენების მოძრაობას“ გაკეთებული აქვს ძალიან მკაფიო განაცხადები. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია და სწორედ იმიტომ არ ვართ, რომ გვინდა თანამონაწილე ვიყოთ სერიოზული პოლიტიკური ძალის და არა რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად მებრძოლი ძალის. ჩვენ ძალიან ბევრი ინდივიდი შემოგვიერთდა და გვიერთდება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკური ძალები. ამ პოლიტიკური ძალების მშენებლობაში კონსულტაციებისთვის ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვიქნებით. დანარჩენს უკვე პოლიტიკურ პროცესებში ყველა თავად გადაწყვეტს“, – განაცახადა  დავით  უსუფაშვილმა.

შეგახენებთ , რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე  კიდევ ერთხელ აანონსებს, რომ სექტემბერში სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსების დაცვა და ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა იქნება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვაშაძე-სააკაშვილ-პუტინის შეხვედრა-რატომ მალავდნენ ნაციონალები ვიდეომასალას? (ვიდეო)

https://for.ge/view/177231/kadrebi-romelsac-nacmoZraoba-didxans-malavda-video.html?fbclid=IwAR2daYNl-akwRP-5tCpAZkyfW6BqbOSGVaSu8uJg8Cpp4SkB9HlpfSgElII კადრები, რომელსაც ნაც.მოძრაობა დიდხანს მალავდა! (ვიდეო) https://for.ge/view/177231/kadrebi-romelsac-nacmoZraoba-didxans-malavda-video.html?fbclid=IwAR2daYNl-akwRP-5tCpAZkyfW6BqbOSGVaSu8uJg8Cpp4SkB9HlpfSgElII   Share

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com