ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა განათლების საერთაშორისო ცენტრთან

კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა განათლების საერთაშორისო ცენტრთან

18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა განათლების საერთაშორისო ცენტრთან.

 

ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადება და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია;

მემორანდუმი ითვალისწინებს: ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელების ხელშეწყობას. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ  ცენტრის კურსდამთავერებულთა ინტეგრირებას უნივერსიტეტის საქმიანობაში.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა  კახა შენგელიამ და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ.

 

აღნიშნული მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრმა კავკასიის უნივერსიტეტის გარდა კიდევ ხუთ უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com