ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 9 წლის კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

9 წლის კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

 ახლახანს დასრულდა პარტია მოსწავლეთა შორის მსოფლიოს 2019 წლის ვეცხლისმედალოსან კესარია მგელაძეს და ინგლისელ ტემუმი ჯაიავარნას შორის.

 შავი ფიგურებით მოთამაშე კესარიამ 42 სვლაზე მეტოქე აიძულა დანებებულიყო, 7 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა!

 გარდა ამისა , გუშინ ვადაზე ადრე გაინაღდა ევროპის ჩემპიონობა 7 წლის დავით თათვიძემ. დავითმა დღეს თავის მე-9 შეხვედრაც მოიგო და ბრწინვალე შედეგით – 9-დან 9 ქულა, დაასრულა ასპარეზობა.

9 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ბათუმიდან

9 წლის კესარია მგელაძე პირველი გოგოა აჭარიდან, რომელმაც ამ ასაკში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი და ვიცე ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. კესარიას წინ საქართველოს ჩემპიონატი ელის, სადაც ათ წლამდე გოგონათა შორის იასპარეზებს. ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონი შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, ვერცხლის მედალოსანი კი ევროპის ჩემპიონატზე.🎬 ვიდეო: მანანა ქველიაშვილი

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გადაარჩინე-პრემიერო, დაურეკე ანიტას!

“მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე” – პრემიერო, დაურეკე ანიტას! ანიტას პრემიერის დახმარება სჭირდება და ხმის მიწვდენას ცდილობს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com