ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 9 აპრილის მოვლენების მონაწილე, პირველი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: „ვერცერთი იმპერია ძალმომრეობით  ვერ დაიმონებს ქართულ სულს და ნებას“

9 აპრილის მოვლენების მონაწილე, პირველი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: „ვერცერთი იმპერია ძალმომრეობით  ვერ დაიმონებს ქართულ სულს და ნებას“

 გიორგი თევზაძე– პირველი უფლებადამცველი და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე  1989 წლის 9 აპრილს იხსენებს, ის  საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გვერდით იდგა.

„კარგად მახსოვს, როცა საბჭოთა იმპერიის მესვეურებმა  8 აპრილს თბილისის ქუჩებში ქართველთა  „შესაშინებლად“ მოაწყო ტანკების ქუჩაში ჩატარების დემონსტრირება, ამით ეგონათ, რომ თითქოს ქართველებს შეაშინებდნენ და უარს ათქმევინებდნენ ყველაზე მთავარ ღირებულებებზე, რომელსაც  თავისუფლება და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ჰქვია, მაგრამ  მათ დაინახეს, რომ შეცდნენ და მათმა  ამ ქმედებამ საპირისპირო რეაქცია გამოიწვია. მე არ მახსენდება არც ერთი ჩემს გვერდით მდგომი, რომლის თვალებში შიში ამომეკითხა, არ მახსენდება არც ერთი მათგანი, რომელმაც იქაურობა დატოვა, პირიქით,  ქართველ ერში გაიზარდა თანადგომა და არათუ  შემცირდა მომიტიგენთა 

რაოდენობა, არამედ რიცხობრივად   უფრო გაიზარდა და ეს იყო მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ვერც ერთი იმპერია ძალმომრეობით  ვერ დაიმონებს ქართულ სულს და ნებას.“

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის სამხედრო ნაწილებმა  დილის 4 საათზე მთავრობის სასახლის წინ საქართველოს თავისუფლების მოთხოვნისათვის  არნახული  სისასტიკით და უმოწყალოდ დაარბიეს ქართველები, რომლებსაც რკინის ხელკეტებს ურტყამდნენ, ნიჩბებით  ჩეხდნენ, აკძალული ქიმიური გაზი გაუშვეს (როლის შედეგადაც  ათასობით ადამიანი  მოიწამლა,  ხოლო  საბჭოთა იმპერიული  ხელისუფლება საკმაო დროს განმავლობაში  ასაიდუმლოებდა  გაშვებული გაზის ქიმიურ შემადგენლობას, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ) , მთავრობის წინ ათასობით ქართველი  იდგა. ჯარის მუხანათურად შემოსვლის შემდეგ ოფიციალური მონაცემებით მიტინგის ბარბაროსულად დაშლის დროს  ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი,  მათ შორის 14 მანდილოსანი, ერთი მათგანი ორსული გოგონა, ბარბაროსულად მოკლულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგო იყო…

უდავოა,  რომ 9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში და თავისი მნიშვნელობით   იგი ისტორიაში დარჩება  როგორც საქართველოს სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძების და თავგანწირვის სიმბოლო. ამ დღეს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულები საქართველოს უახლოესი ისტორიის გმირები არიან და მათ გმირობაზე მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ“-აცხახებს  პირველი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...