ახალი ამბები
Home / Uncategorized / 8 წლის გოგონას გაუპატიურებისათვის ბრალდებული მამა-შვილი პატიმრობაში დატოვეს

8 წლის გოგონას გაუპატიურებისათვის ბრალდებული მამა-შვილი პატიმრობაში დატოვეს

დღეს 8 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 65 წლის.მამაკაცისა და მისი 35 წლის შვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
➡ მოსამართლემ არასრულწოვანი გოგონას გაუპატიურებისთვის ორივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მიიღო. პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

შეგახსენებთ,რომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურება სამეგრელოში – ერთ- ერთ სოფელში მოხდა.

მოზარდის მშობლებმა და ახლობლებმა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით დაკავებული მამა-შვი­ლის საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. 

არსებული ინფორმაციით,  მამა-შვილი ბავშვს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა. ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...