ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 8 ივნისს 18:00 საათზე,”ზედაზენი” და “ბარამბინო”ყველა ბავშვს ეპატიჟება ძველ რუსთავში –ზაფხულის ფესტივალზე უამრავი სიურპრიზი გელოდებათ

8 ივნისს 18:00 საათზე,”ზედაზენი” და “ბარამბინო”ყველა ბავშვს ეპატიჟება ძველ რუსთავში –ზაფხულის ფესტივალზე უამრავი სიურპრიზი გელოდებათ

“ზედაზენისა” და “ბარამბოს” საჩუქარი ბავშვებს 8 ივნისს, ლიმონათი “ზედაზენი” და “ბარამბინო” ბავშვებს ზაფხულის ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც 18:00 აათზე, ძველ რუსთავში (მერიის მიმდებარედ) გაიმართება. “ზედაზენისა” და “ბარამბინოს” ზაფხულის ფესტივალზე პატარებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.
” მოხარულები ვართ, რომ ბავშვებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღეს ვჩუქნით.
8 ივნისს ყველას ვეპატიჟებით ძველ რუსთავში “ზედაზენისა” და “ბარამბინოს” ზაფხულის ფესტივალზე, სადაც დროს განსაკუთრებულად გაატარებთ.
ჩვენს ფესტივალს, რომელსაც უკვე ტრადიციული სახე მიეცა და სხვადასხვა ქალაქებში ტარდება, ყოველწლიურად 20 000-მდე ადამიანი სტუმრობს. „ზედაზენი“ მუდმივად ზრუნავს პატარებზე და სწორედ ამიტომაც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელიოში ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ და უყვართ“ -აცხადებს „ზედაზენის“ ლიმონათის ბრენდმენეჯერი ნინი მიშელაძე.
მაშ ასე, “ზედაზენისა” და “ბარამბინოს” ზაფხულის ფესტივალზე თქვენ გელით უამრავი ზღაპრის გმირი, გასართობი შოუ-პროგრამა, რობოტი მაქსიმუსი და რობოტი გრინი, საპნის ბუშტების შოუ, მხიარული ლაბორატორია, ცეცხლოვანი შოუ, მხიარული თამაშები – მაგიდის ჰოკეი, ბატუტები, ხატვის კუთხე, ატრაქციონების კუთხე პატარებისთვის, სახეზე მოხატვა – სიურპრიზებით სავსე დღე საჩუქრად – “ზედაზენისგან” და “ბარამბინოსგან”. “ზედაზენი” და “ბარამბინო” ზაფხულის ფესტივალს უკვე მესამე წელია მასპინძლობენ.
ფესტივალი წელს ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში ჩატარდება. უკვე გაწერილი განრიგის მიხედვით, ფესტივალის ჩატარების გრაფიკი ასეთია: 8 ივნისი – რუსთავი (შაბათი) 16 ივნისი – თელავი (კვირა) 22 ივნისი – გორი (შაბათი) 28 ივნისი – ქუთაისი (პარასკევი) 29 ივნისი – ზუგდიდი (შაბათი) 30 ივნისი – ბათუმი (კვირა).

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com