ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „77 000 ბავშვი შიმშილობს ყოველდღიურად,ყოველწლიურად -შიმშილის შედეგად 300-მდე ბავშვი იღუპება“-მამუკა ხაზარაძე სიღარიბის დაძლევას გვპირდება

„77 000 ბავშვი შიმშილობს ყოველდღიურად,ყოველწლიურად -შიმშილის შედეგად 300-მდე ბავშვი იღუპება“-მამუკა ხაზარაძე სიღარიბის დაძლევას გვპირდება

მოძრაობა „ლელო“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გვპირდება, რომ როცა ხელისუფლებაში მოვა მისი გუნდი პირველ რიგში ბიუროკრატიულ ხარჯებს შამცირებენ..„პირველივე წელს დავზოგავთ მინიმუმ 350 000 000 ლარს, რაც მოხმარდება ბავშვთა შიმშილის დამარცხებას.“

,გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით 77 000 ბავშვი შიმშილობს ყოველდღიურად. ბავშვთა 10% იმყოფება უკიდურეს სიღარიბეში. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მინიმალური კვებითი რაციონი, ზრუნვა ოჯახისა თუ სახელმწიფოს მხრიდან. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ყოველწლიურად შიმშილის შედეგად 300-მდე ბავშვი იღუპება. არასათანადო კვების გამო ყოველი მეხუთე ქართველი ბავშვი არასრულფასოვნად ვითარდება. ბავშვთა შიმშილი უარყოფითად ზემოქმედებს მათ განვითარებაზე, სასკოლო მოსწრებასა და ბავშვის ძლიერ მოქალაქედ ჩამოყალიბებაზე. მოძრაობა, რომელიც დღეს იწყება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვები არიან ის მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გაძლიერება. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ, რათა ჩვენ შექმნათ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მოსწავლე, ძლიერი სტუდენტი და მოქალაქე, რომელიც უნდა აღზარდოს ქართულმა სახელმწიფომ’’, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ კი პარტიის ხედვა გააცნო საზოგადოებას და განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარების გზას მეტი სამუშაო ადგილების შექმნაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში ხედავენ.

ეს არის საგანგაშო მდგომარეობა – მამუკა ხაზარაძე

,,კეთილი ინებოს ბიძინა ივანიშვილმა და ახსნას, თუ რატომ მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასე აფასებს ოცნების მმართველობას და იმ კურსიდან გადახვევას, რომელის გამოც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი მუხლჩაუხრელად იღვწოდა და შრომობდა. ეს არის საგანგაშო მდგომარეობა'' – მამუკა ხაზარაძე.

Posted by ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia on შაბათი, 25 იანვარი, 2020

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...