დიმა ხუნდაძე
პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ბავშვთა სიღარიბე წინა ხელისუფლებსი პირობებში დაიწყო და ამ ხელისუფლების დროს კი შემცირდა: „არცერთი ბავშვი შიმშილისაგან არ დაღუპულა, საქმე გვაქვს არასრულფასოვან კვებას,შიმშილით არცერთი ბავშვი არ დარუპულა-მიშა სააკაშვილი რომ აცხადებს, ჩემ დროს ბევრად ნაკლები იყო ღარიბი ვიდრე დღესო, სრული სიცრუეა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით ორჯერ არის შემცირებული სიღარიბე, სიკვდილიანობის მაჩენებელი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ორჯერ ნაკლებია. 2011 წლის მონაცემებია 77 ათასი ბავშვის შიმშილობის ციფრი, დღეს 28 ათასით არის შემცირებული ბავშვთა შიმშილიაობა. მართალია, ის რაც კეთდება ეს არ არის საკმარისი, მაგრამ შიმშილით სიკვდილიანობა არ არის რეალური. ეს არის პრობლემა, მაგრამ ეს დღეს არ დამდგარა… ამას სჭირდება დრო და ეკონომიკური განვითარება.
გარდა ამისა ხუნდაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება პენსიონერებზე და დევნილებზე, რაც ბიუჯეტის დიდი თანხებს მოითხოვს:
„ხანდაზმულთა რაოდენობა აჭარბებს ბავშვთა რაოდენობას.ასევე დევნილები. მოსახლეობის 50 პროცენტი არის ბიუჯეტიდან დაფინანსბული. ქვეყანაში სიღარიბე 5, 6 პროცენტია. ეს პრობლემაა, მაგრამ არა საგანგაშო“.
რაც შეეხება მოსახლეობის ემიგრაციაში წასვლას ამის შესახებ ოცნების დეპუტატი აცხადებს:

„მოსახლეობა ყველაზე მეტი ადამიანი ემიგრაციაში 2009 წელიდან 2011 წელს გავიდა, 2018 წელს გავიდა ათასი ვიზალიბერეალიზაციის გამო..