ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა, დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისში ბინები წლის ბოლოს გადაეცემა

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა, დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისში ბინები წლის ბოლოს გადაეცემა

 

 

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა, დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისში ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და პარლამენტის დეპუტატებმა აკაკი ზოიძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი ბერაიამ და რატი იონათამიშვილმა გადასცეს. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. „სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხებს. ამ ეტაპზე, თბილისში ბინა 700-მდე ოჯახს გადაეცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას და თბილისში, დევნილი ოჯახები ბინებს წლის ბოლოსაც მიიღებენ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა. 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო-ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა“

ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com