ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „7 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან“

„7 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან“

ის რაც ხდება თბილისში, ბათუმში და მთელ საქართველოში, არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა თითოეული მონაწილის მხრიდან. მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა დიდი მადლობა. ეს არ არის პარტიული აქცია, თქვენ არ ხართ პოლიტიკოსებისთვის იქ, დავივიწყოთ საერთოდ პოლიტიკოსები, გვარები, სახელები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ, ყველა, ვიცავთ საქართველოს. მინდა მივესალმო ასევე ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას. ახლა რასაც ისინი აკეთებენ, რომ დაიწყეს ძალადობის პირდაპირი გამოყენება და თან, ამას ამართლებენ რაღაც ისტორიული პრეცედენტებით და „იმედზე“ ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს. მინდა შევახსენო ყველას, რომ 7 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს. მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს, 2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება. ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები, მაგრამ ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას და აპირებს, რომ ძალადობით შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება, ეს მას არ გამოუვა. რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად დაამთავრებს, ძალიან ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან! ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა, ჩვენი ხალხის არჩევანი და თავისუფლება არის ყველაზე მაღლა, ყველანაირ თქვენს ღორობაზე, სიხარბეზე და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ამას ალტერნატივა არ აქვს, ის გაიმარჯვებს ძალიან სწრაფად. ამ ბრძოლაში ყველანი ვართ ბოლომდე ერთად. იმ წუთში, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის ფორმას, რა ფორმასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ოპოზიციური ლიდერები, შევასრულებ ბოლომდე და დავემორჩილები. არცერთი თანამდებობა არ მსურს, მაგრამ ჩვენ ყველას, სიცოცხლეზე მეტად გვსურს საქართველოს გამარჯვება და გადარჩენა და ასეც იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...