ახალი ამბები
Home / Uncategorized / “6665 მოქალაქის შემწეობა პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ”-ლევან ხაბეიშვილი

“6665 მოქალაქის შემწეობა პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ”-ლევან ხაბეიშვილი

– ბატონო ირაკლი, 6665 ჩვენი მოქალაქის შემწეობა პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ – 73 თეთრი ომის ვეტერანს და 30 000 ლარი თქვენ-ნაციონალი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არლამენტში სტუმრობისას .მიმართავს.

“ბატონო ირაკლი, 1 ლარი და 50 თეთრი იცით, რას აღნიშნავს ან 73 თეთრი? თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით, რომ ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1 ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. ომის ვეტერანებს ეუბნებით, რომ 73 თეთრად გამოიკვებონ. ბატონო ირაკლი, აქ არის 30 ათასი ლარი, დამრგვალებულია თქვენი ერთი თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ, რომ გამოიკვებონ ომის ვეტერანები. ასევე, 2,5 დოლარი და 1,9 დოლარი – ეს პენსია და საარსებო მინიმუმია. ამასობაში, 425.670 ლარი აბა რას გეუბნებათ ბატონო ირაკლი და მერე 71? ეს თანხა თქვენ და თქვენმა მეუღლემ გადაიხადეთ 2 ავტომობილში. 71 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღურად, რომ თქვენაირი ავტომობილი იყიდოს. 300 ათასი ლარი და 6665 ადამიანი – ალბათ, ამასაც ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს. 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი.

ამ ფონზე, ასევე არ შემიძლია არ გაგახსენოთ ბატონო ირაკლი, თქვენი და, თეა ღარიბაშვილი რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობს. თქვენი დის ქმარი, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობს. თვენი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შსს-ში, თქვენი ცოლის დის ქმარი სასამართლოში და თქვენი ცოლის დაქალებიც გყავთ დასაქმებული. ამ ყველაფრის ფონზე, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, ამ ტრიბუნაზე თქვენ ბევრი იტრაბახეთ, რომ თურმე წარმატებულ ქვეყანას აშენებთ და ამასობაში 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტიც გვყავს, თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხზე მზრუნველი მთავრობა ხართ?!“, – მიმართა ხაბეიშვილმა ღარიბაშვილს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...