ახალი ამბები
Home / Uncategorized / თუ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ”

თუ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ”

“პალიტრანიუსის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „პაატს იმნაძემ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ვაქცინაციაზე ისაუბრა დს განაცხადა,რომ თუ მოსახლეობის 60 %-ს ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ”.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ეპიდვითარება არ განმეორდეს, წესების მაქსიმალური დაცვაა საჭირო.

„ფიჩხი, რომელსაც შეიძლება ცეცხლი მოედოს და ინფექცია, სამწუხაროდ, ბევრია. ამას თუ დავამატებთ, რომ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ.

დღეს, კი, შეიძლება ითქვას, რომ არ დავუბრუნდებით იმ ციფრებს, რომელიც გვქონდა ნოემბერ-დემეკებერში, მაგრამ ამას სჭირდება ერთი რამ, დაწესებული წესების მაქსიმალურად დაცვა“, – აცხადებს იმნაძე.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია საყოველთაოა. როგორც-პაატა იმნაძე განგვანმარტავს, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფების განსაზღვრა საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება.

„მოქალაქეებს, თუ სურვილი ექნებათ 18 წლიდან შეუძლიათ აიცრან „სინოფარმით“.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას.

ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქეს 55 წლიდან შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას „ასტრაზენეკათი“. დღეს ვაქცინაცია ქვეყანაში უკვე არის საყოველთაო.

ხელმძღვანელები და ლიდერები, როდესაც აიცრებიან, უფრო მეტ მაგალითს აძლევენ, მოსახლეობის აცრის საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. ყველას შეუძლია აცრა, ჟურნალისტები არავის გამორჩენია”.

ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო. „ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული ...