ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დღეიდან მთავრობა გადაიხდის 4 თვის 200 კვტ/სთ- ელექტროენერგიის და 200 კბ ბუნებრივ გაზზე გადასახადს

დღეიდან მთავრობა გადაიხდის 4 თვის 200 კვტ/სთ- ელექტროენერგიის და 200 კბ ბუნებრივ გაზზე გადასახადს

ღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა და ფიზიკური პირები ამ პროგრამით ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ისარგებლებენ.პროგრამის ფარგლებში, კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან აბონენტები, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. ამავე აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტები, რომლებიც თვეში 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს მოიხმარენ. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.ამასთან, სემეკ-ის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, შეღავათით სარგებლობაზე უარი განაცხადონ (https://gnerc.org/ge/covid-19)

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ ...