როგორც ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი აცხადებს, მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას 40 000 – ლარიანი გირაო გადაუხადა და ამ თანხის გადახდა, ნიკა მელიას, როგორც საქართველოს მოქალაქის და პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო.
„კონკრეტულ საქმეს ვაკეთებდი და ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე. მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, რეკავდნენ იქით, აქეთ. ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს?! მე დავტესტე სისტემა-ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, ნიკა მელია კი არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. ვხედავ, რომ პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანაში რაციონალიზმი დაიკარგოს. ტელევიზიებში დავაგზავნე კონკრეტული წერილები, ნებისმიერი კითხვას იქ ვუპასუხებ, მომიწვიეთ! ჯერ წერილს ველოდები, იქ წერია შეთავაზება, მსჯელობა და უკუკავშირი არ გვქონია- ტუ რავომ გადაუხადა ბეიკ ბოგველმა გირაო ნიკა მელიას, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტალებზე მოგვიანებით ტელევიზიებში ისაუბრებს
