ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 40 წლის მამაკაცს, რომელსაც ლაგოდეხში მცხოვრები 16 წლის გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა

40 წლის მამაკაცს, რომელსაც ლაგოდეხში მცხოვრები 16 წლის გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა. 40 წლის კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე გუშინ საღამოს დააკავეს.

40 წლის მამაკაცს, რომელსაც ლაგოდეხში მცხოვრები 16 წლის გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში 40 წლის კაცს ბრალდება ცოტა ხნის წინ გააცნეს, თუმცა ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც ბრალდებულის უფლებადამცველმა განაცხადა, საკხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე საუბარი არ სურს.

„გადმომეცა ბრალდების მასალები,მაგრამ ჯერ არ გავცნობილვარ. მომხდართან დაკავშირებით ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა საუბარი, თუმცა შინაარსის დაკონკრეტებისაგნ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, – განმარტა ადვოკატმა ზურაბ ზურაბაშვილმა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

ეკა სილაგაძე : „ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com