ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ამერიკაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება

ამერიკაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება

რიკის შეერთებული შტატების წამყვან ქალაქებში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.

ამ წარდგენა-დეგუსტაციას თან ახლდა ქართული ღვინის უძველესი კულტურის და ღვინის თანამედროვე ქართული ინდუსტრიის შესახებ გამართული ვრცელი სემინარი.

ღონისძიებები მიჰყავდა ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო სომელიედ აღიარებულ ტეილორ პარსონსს.

ამ პრეზენტაცია-დეგუსტაციების ორგანიზატორი იყო კომპანია ,,Marq Energie Consulting’’, ხოლო ფინანსური უზრუნველყოფა – ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნოდა.

აღნიშნული ღონისძიებების მიზანი არის ქართული ღვინის ცნობადობის და პოპულარობის ზრდა, რამაც ასევე უნდა გაზარდოს ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოთხოვნა ქართულ ღვინოზე ძალიან სწრაფად იზრდება. 2019 წლის 6 თვის მონაცემების თანახმად, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა 354 000 ბოთლი ღვინო, რაც მთელი 90 %-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. შედაბამისად, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკული ბაზარი საკუთარი პრეზენტაციებისთვის შეარჩია სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, როგორც ძალიან დიდი პოტენციალის მქონე სივრცე, სადაც ქართულ ღვინოს წარმატებით შეუძლია დამკვიდრება.

ამერიკულ ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნილება რომ წლიდან წლამდე იზრდება, ამას ადასტურებს ყველანაირი კვალიფიციური სტატისტიკა, თუმცა სამწუხაროდ ატლანტის ოკეანის მიღმა მდებარე ეს ქვეყანა, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მკვეთრად ჩამორჩება რუსეთს, სადაც 2019 წლის იანვარ-მაისში 21 372 581 ბოთლის ექსპორტი განხორციელდა.

რუსული ბაზარი არის უკიდურესად პოლიტიზებული და არასტაბილური. პუტინის რეჟიმი ქართულ ღვინოს იყენებს პოლიტიკურ იარაღად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს წარსულშიც მომხდარა და უდიდესი ალბათობით, მომავალშიც არაერთხელ მოხდება, სანამ აღნიშნულ ბაზარზე ვიქნებით დამოკიდებული. ამიტომ გასაძლიერებელია მუშაობა ისეთ ბაზრებზე, სადაც, ამერიკის მსგავსად, ღვინის პოლიტიზების და პოლიტიკურ იარაღად ინსტრუმენტალიზების დონე არ არსებობს.

აღნიშნულ ბაზრებზე დამკვიდრების საქმეში ქართველ მეწარმეებს უნდა დაეხმაროს ქართული სახელმწიფო. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ რუსული პოლიტიკის გავლენისგან ქართული მეღვინეობა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია და სწორედ ამიტომ, მუშაობა დემოკრატიულ და თავისუფალ ბაზრებზე დასამკვიდრებლად უნდა გავაათმაგოთ. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპირება მოახდინა, რომ ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიც ქართული ღვინოა, ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს.

დავით ჩუთლაშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ცეკვით დაპყრობილი 88 ქვეყანა!-სუხიშვილები იუბილარია (ვიდეო)

ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com