ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ანტიქართული ,,გავრილოვის რევოლუციის” რუსულ-ამერიკული ანატომია!

ანტიქართული ,,გავრილოვის რევოლუციის” რუსულ-ამერიკული ანატომია!

ნტიქართული ,,გავრილოვის რევოლუციის” რუსულ-ამერიკული ანატომია!

რა თქმა უნდა, ამის სათქმელად ჩვენს ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს არც ჭკუა ჰყოფნით და არც გამბედაობა, ამიტომ, მოკლედ გეტყვით, რაც დამართეს საქართველოს:

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის სისხლიან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის (ტრამპის ოპოზიციის) ერთერთი იდეოლოგი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპანტერი, რომელმაც ალალად გაგვიმხილა ,,ტვიტერზე”:

,,ახლახანს გავატარე 3 დღე საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე აცნობიერებს რუსეთთან ღია პოლიტიკის შედეგებს. ამდენი „ტურისტით“ (FSB) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, მათ ერთხელ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ 100% ოკუპირებულია”.

ჰოდა, სწორედ კარპანტერის თბილისური ვოიაჟისას დაიგეგმა (გეი-პარადით არეულობა რომ ვეღარ გამოსდიოდათ!) სოროსულ ასო-ებთან, ნაცბანდასთან და ბოკერიას სექტასთან ერთად, ეს ე.წ. გავრილოვის რევოლუციაც, რომლის მიზანი იყო :

1. ქვეყნისა და ხელისუფლების დესტაბილიზაცია.
2. ანტირუსული ისტერიის ახალი ტალღა და ტურისტული სეზონის ჩაგდება.
3. დისკრედიტებული ხელისუფლების და გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად გამოყენება.

ნაცბანდამ (სოროსულ არასამთავრობოებთან და ნაყიდ ტელემედიასთან ერთად) ბრწყინვალად გამოიყენა რუსი გავრილოვის და ჩლუნგი კობახიძის ,,საერთო სავარძელი” – მემკვიდრეობით საქართველოს მოღალატე ელენე გოგის-ასული ხოშტარიას ისტერიკებს პარლამენტში, პარლამენტს გარეთ ფულისთვის ყველაფერზე ხელისმომწერი ,,ანტიოკუპანტი” დავით ქაცარავას წიოკი მოჰყვა და ახალგაზრდებიც იოლად აიყოლიეს…

ნაცბანდამ, თავისი ზონდერ-ჯგუფებით, იმავე საღამოს მოახერხა პოლიციასთან ხალხის შეხეთქება – ნიკა მელიას და ნაცლიდერებს ცარიელ პარლამენტში შეჭრა კი არა, სისხლის დაღვრა სურდათ და ეს ოცნება ზომაზე მეტადაც აუსრულა ხელისუფლებამ!

რა თქმა უნდა, გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩადება უნდა გაპროტესტებულიყო, მაგრამ…
მოკლედ, ანტირუსულმა ისტერიამ პიკს მიაღწია, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა მხოლოდ 21 ივნისის საღამოს მოაწერა ხელი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვას, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნაცბანდის რიტორიკით, ერთიერთზე გაიმეორა, რომ რუსეთი ჩვენი მტერი და ოკუპანტიაო! თან დაამატა, ეს არეულობა რუსული მეხუთე კოლონის მოწყობილიაო!

როგორც რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რუსეთის ხელისუფლებამ ნათლად დაინახა, რომ ანტირუსულ ისტერიაში არამხოლოდ სააკაშვილის რადიკალური ოპოზიცია, არამედ ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი პრეზიდენტიც მონაწილეობსო!

დღეს, მთელი რუსული პოლიტელიტა (რომელსაც საბაბი მიეცა ეს 2 მილიონი რუსი ტურისტი საქართველოდან რუსეთის მოქალაქეებში არაპოპულარული სოჩისა და ყირიმისკენ გადაემისამართებინა) და ტელემედია აფრიალებს სალომე ზურაბიშვილის ამ უპასუხისმგებლო და არადიპლომატიურ ფეისბუკ-პოსტს, სააკაშვილის ნაცპარტია გასაგებია, ვინც არის, მაგრამ აი, რა ანტირუსულ მარაზმშია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიო!
ამ ქალს განცხადებები თითქოს აუკრძალეს და ფეისბუკიც გაუუქმონ, უკეთესია!

აი, ასე!
ტურისტული სეზონის ჩავარდნა გამოიწვევს დაახლოებით მილიარდი დოლარის ზარალს, ლარის მკვერთ გაუფასურებას და ფასების მორიგ ზრდას!
ანუ იმას, რაც ნაცბანდას სურს, ხალხის უკმაყოფილების ფონზე ძალაუფლების დასაბრუნებლად და რევანშზე რომ ოცნებობს!

აი, ასე მტრობენ საქართველოს – ბოროტი ნაცბადაც და გონებაშეზღუდული ხელისუფლებაც!
ქართველი ხალხი კი ამ ორი გულისამრევი ძალის მძევალია!

ამათ ხელში ქართველი ხალხი და ქვეყანა კატასტროფისთვისაა განწირული! ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ეროვნული (და არა პრორუსულ-პროდასავლური) გაერთიანების სასწრაფოდ შექმნა, დელისუფლებაში მოსასვლელად და სამშობლოს გადასარჩენად!
გვფარავდეს უფალი!

 გიორგი გიგაური

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com