ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა- მამის წერილი ზვიად გამსახურდიას

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა- მამის წერილი ზვიად გამსახურდიას

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა
მამის წერილი ზვიად გამსახურდიას

მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრივ, გული მტკივა, როცა შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრივ, მიხარია, რომ შენ, სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია და მითარგმნია მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი.
გზაში გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები, ყველანი სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე მაღალი და ზემყარი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსებოდა იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც, ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.

შენი მამიკო.”

კონსტანტინე გამსახურდია
1955 წლის 8 დეკემბერი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...