ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე იუბილარია-ვულოცავთ

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე იუბილარია-ვულოცავთ

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე იუბილარია
საინფორმაციო სააგენტო ჯეომედიაპრესი უერთდება საზოგადოების მილოცვას და და უსურვებს წარმატებებს,  როგორც საზოგაოებრივ საქმიანობაში,  ასევე პირად ცხოვრებაში.
ცნობილი უფლებადამცველს, ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საჭოს წევრს, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეს.
ბატონ გიორგი თევზაძეს ულოცავს იუბილეს, რომელსაც 5 აპრილს 53 წელი შეუსრულდა.
  გიორგი თევზაძე –დაიბადა 1966 წლის 5 აპრილს ქ. თბილისში. წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. 1984 წლიდან კონოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟისორის ასისტენტი; 1987 წლიდან ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1991 წლის დეკემბრამდე „მრგვალი მაგიდაში“ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; 1992 წლიდან სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი; 1997 წლიდან საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი; 1998 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი; 2000 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელის“ პერსონალური წევრი; 2000 –2004 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენტიური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი; 2002–2004 წლებში საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის საზოგადოებივი კონტროლის საბჭოს თავმჯდომარე; 2005 წლიდან, დაფუძნებიდან სამეფო კლუბის წევრი; 2006 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2008 წლიდან საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თანადამფუძნებელი და მონაწილე; 2009 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არჩეული სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი და ანალიტიკური კომისიის წევრი; 2011 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი; 2011 წლიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაციის – ომის, კონფლიქტების, შეიაარღებული ძალების, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭოს (ფედერაციის) თავმჯდომარის მოადგილე, კურატორი იურიდიული საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებში. 2011 წლიდან ვეტერანული ორგანიზაციების მიერ არჩეული საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი; 2012 წლის 12 იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს შორის გაფორმებული “ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის მხარე; 2012 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში, როგორც ვეტერანთა ომბუდსმენის მონაწილეობა მოქმედ სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსით; 2012 წლის სექტემბერ–დეკემბრის თვეებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი; 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი; 2013 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ დამკვირვებლის სახით მიწვეული წევრი ვეტერანთა სტატუსის დამდგენ კომისიაში; 2013 წლის დეკემბრიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში არჩეული იქნა წევრად. 2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის თავმჯდომარე, 2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარეთ, 2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოცაიციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის თანათავმჯდომარედ. 2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტის წევრად. 2014 წლიდან სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი. 2014 წლიდან სისხლის სამართლის რეფორმის, პენიტენციალური სისტემის რეფორმების სამუშაო ჯგუფის წევრი. 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2016 წლიდან არჩეულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომერედ. არჩეულია „თევზაძეების საგვარეულო კავშირის“ აღმასრულებელ მდივნად (თავმჯდომარის მოადგილე). არჩეული იქნა საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრად და სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარედ, ადამიანის უფლებების მიმართულებით აქტიური მოღვაწეობისათვისა, იტალიის წმინდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა აკადემიამ აირჩია აკადემიის წევრად და გადასცემს მას აკადემიის წევრობის დამადასტურებელ სიგელი. არაკომერციული გაზეთების „მრწამსი“–ს, „ადამიანის უფლებებისა და არგუმენტები“–ს, დამფუძნებელი და რედკოლეგიის თავმჯდომარე; საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების მონაწილე, არაერთი პუბლიკაციისა და კვლევის ავტორი/თანაავტორი ჰყავს მეუღლე, და სამი შვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com