ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „300 მეტრის რადიუსში იყო ცდომილება გარეჯის საზღვარზე,ჩვენ გვინდოდა ჩვენსკენ ყოფილიყო,იმიტომ იჭიმებოდა ეს საქმე, მაგრამ იურიდიულად არ იყო ჩვენსკენ“-თამარ მელაშვილი (ვიდეო)

„300 მეტრის რადიუსში იყო ცდომილება გარეჯის საზღვარზე,ჩვენ გვინდოდა ჩვენსკენ ყოფილიყო,იმიტომ იჭიმებოდა ეს საქმე, მაგრამ იურიდიულად არ იყო ჩვენსკენ“-თამარ მელაშვილი (ვიდეო)

დღის სტუმარი | II ნაწილი

დღის სტუმარი | II ნაწილი

Posted by presa.ge on ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი, 2020

დავით გარეჯის საქმის ირგვლის დაკავებული ვერი მელაშვილის მეუღლე, თამარ მელაშვილი მთავარის ეთერში აცხადებს, რომ რუკა, რომელიც იპოვეს დამალული არ იყო და დავით გარეჯის საზღვრის განსაზღვრა ამ რუკის საშუალებით შეუძლებელი იყო, რადგან ამ რუკაზე ბევრი ცდომილება იყო და ფაქტოვრივად რუკა დახარვეზებული აღმოჩნდა.

ტერიტორია, რომელიც საქართველოს არ ეკუთვნის, რატომ უნდა ეთქვა ივერი მელაშვილს რომ საქართველოსია? 300 მეტრის რადიუსში იყო ცდომილება და როგორ შეიძლებოდა ამ რუკით ხელმძღვანელობა? ზუსტად იმიტომ იჭიმებოდა ეს საქმე, რომ ჩვენ გვინდოდა ეს საზღვარი ჩვენსკენ ყოფილიყო, მაგრამ იურიდიულად არ იყო ჩვენსკენ, ამიტომ ცდილობდნენ, რომ როგორმე დრო გაეჭიმათ(თუ არ ვცდები სააკაშვილმა თქვა ტელევიზიით)ცდილობდნენ რაღაც სამაგიერო შეეთავაზებიათ, ოღონდაც აზეირბაიჯანულ მხარეს დაეთმო დავი გარეჯის ეს მონაკვეთი ჩვენთვის…“-განაცხადა თამარ მელაშვილმა.

ეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის ვიზიტი დავით გარეჯში უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, დამაიმედებელი აქ ისაა, რომ შეიცვალა კომისიის თავმჯომარე, რომელიც მიწათმომწყობი იყო და არა კარტოგრაფი. ამან კომისიის ცვლილება გამოიწვია და ახლა, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ. ამ დრომდე ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ივერი მელაშვილი, რომელიც არაკომპეტენტურია და სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

ძალიან მნიშნელოვანია პროფესიონალთა ჩართვა ამ კომისიის საქმიანობაში, რადგან დასამტკიცებლად ამ მუშა ჯგუფის ნამუშევარს ეყრდნობა მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტი. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამ დოკუმენტის რატიფიცირება. „ძაღლის თავი“ ყოველთვის პირველ სამუშაო ეტაპშია დამარხული. ივერი მელაშვილი 1996 წლიდან 2018 წლამდე დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

მეტად გასაგები რომ იყოს ამ ჯგუფის მიერ ხდება სასაზღვრო ხაზის გავლება, ამის შემდეგ პოლიტიკოსების მიერ ხდება შეთანხმება. ზუსტად ამ ნაწილშია ივერი მელაშვილის დანაშაული. მან საზღვრის 66 პროცენტი ისე „გაავლო“, რომ არცერთ მონაცემში არ ემთხვევა იმ ორმხრივ აღიარებულ რუკას, რომლის მიხედვით ჩვენც და აზერბაიჯანულმა მხარემაც ხელი მოვაწერეთ და ვთქვით, რომ ასე გაევლებოდა საზღვარი…

მე ერთი უბრალო ბერი ვარ, პირველყოფილივით გამოქვაბულში ვცხოვრობ. რაც შევძელი ისაა, რომ სახელმწიფო აპარატთან მივიტანე სიმართლე. მერე საზოგდოების აქტიურობამ და მედიის ჩართულობამ ამ თემას აქტუალობა არ დაუკარგა. ჩემთვის არ იყო ნორმალური, როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა განმიცხადა, რომ დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენები მედიიდან გავიგეო. ნორმალურ ქვეყანაში ამ განცხადების შემდეგ ის მინისტრის პოზიციაზე აღარ უნდა ყოფილიყო“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...