ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 30 წლის მა­მა­კა­ცი ყო­ფილ ცოლ­ზე მუდ­მი­ვად ეჭ­ვი­ა­ნობ­და-მას შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბის მო­იპო­ვება სურდა

30 წლის მა­მა­კა­ცი ყო­ფილ ცოლ­ზე მუდ­მი­ვად ეჭ­ვი­ა­ნობ­და-მას შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბის მო­იპო­ვება სურდა

ხა­შურ­ში, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მი­მალ­ვა­შია. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

შემ­თხვე­ვა ხა­შურ­ში დღეს მოხ­და. ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი ქალი ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძეა, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, კი ნა­თია გო­გა­ლა­ძე, ასე­ვე 30 წლამ­დე ასა­კი­საა. ყო­ფილ ცოლ-ქმარს ორი შვი­ლი ჰყავთ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი შვი­ლე­ბის გამო მოხ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, დე­კა­ნო­ი­ძის ოჯა­ხი წლე­ბის წინ ახალ­ცი­ხის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ აგა­რა­ში ცხოვ­რობ­და. 16 წლის წინ მა­მა­მის­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლი მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან წა­მო­ვი­და და ხა­შურ­ში და­სახ­ლდა. ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძის მა­მამ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლი 14 წელი მო­ი­ხა­და და ისიც ხა­შურ­ში ჩა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ 30 წლის მა­მა­კა­ცი ყო­ფილ ცოლ­ზე მუდ­მი­ვად ეჭ­ვი­ა­ნობ­და და ამ­ბობ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბას თა­ვად მო­ი­პო­ვებ­და.

“მას შემ­დეგ, რაც დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან გად­მო­სახ­ლდა, ირაკ­ლი ცოტა დათ­რგუ­ნუ­ლი იყო. აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყო, მაგ­რამ ყო­ფილ ცოლ­ზე სულ ეჭ­ვი­ა­ნობ­და, კონ­ფლიქ­ტიც ხში­რად ჰქონ­დათ. დღეს უნდა გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ნა­თი­ას ეუბ­ნე­ო­და, გან­ქორ­წი­ნე­ბას თუ გა­ვა­კე­თებთ, ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, რომ ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა მე მო­ვი­პო­ვოო” – ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com