ახალი ამბები
Home / მთავარი / 30 წელი ტრაგედიიდან-9 აპრილის სისხლიანი ქრონიკა

30 წელი ტრაგედიიდან-9 აპრილის სისხლიანი ქრონიკა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო. საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები გამოიყენეს.დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი აქციის 2000-მდე მონაწილე მოიწამლა.

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში ანტისაბჭოთა ორგანიზაციების მიტინგები იმართებოდა. 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეაზე”“ რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა არასანქციონირებული მიტიგნები დაიწყეს.

1989 წლის 4 აპრილს ათობით ათასი ქართველი მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა. მომიტინგეებმა აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით დემინსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს. 

7 აპრილს თბილისში საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი შევიდა.ასევე საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

9 აპრილს, 11 საათზე თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

9 აპრილის ტრაგედიიიდან 2 წლის შედევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...