ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “30 წელია იმავე წრეზე ვტრიალებთ და ვერ შევძელით ძლიერი სახელმწიფოს აშენება – ყველა ახალი ხელისუფალი გამარჯვებად თვლის თუ წინამორბედს გაანადგურებს და ნოლიდან იწყებს ქვეყნის მშენებლობას-ეს შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ“

“30 წელია იმავე წრეზე ვტრიალებთ და ვერ შევძელით ძლიერი სახელმწიფოს აშენება – ყველა ახალი ხელისუფალი გამარჯვებად თვლის თუ წინამორბედს გაანადგურებს და ნოლიდან იწყებს ქვეყნის მშენებლობას-ეს შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ“

„როგორც კი ვნახე, რომ რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესი – სავარძელი, რაღაც აქეთ-იქით – ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ვიდრე ქვეყნის ინტერესი და ბოლო პერიოდში ასეთი ბევრი იყო – ბევრ ვალდებულებებზე უარის თქმა, იქ მეზობლებთან რაღაც გარკვეულ დავებში შესვლა.

ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები და ხალხი დავიწყებული იყო. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უკვე სახიფათო ხდება, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ჩვენ 30 წელია ვცდილობთ, მაგრამ ნორმალური სახელმწიფო და ძლიერი სახელმწიფო ვერ შევქმენით. ეს ყველაფერი ხდება სახიფათო, იმიტომ,რომ ადამიანებში არის უზარმაზარი იმედგაცრუება.”მიზანი არის ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. 30 წელია იმავე წრეზე ვტრიალებთ და ვერ შევძელით ძლიერი სახელმწიფოს აშენება – ყველა ახალი ხელისუფალი გამარჯვებად თვლის თუ წინამორბედს გაანადგურებს და ნოლიდან იწყებს ქვეყნის მშენებლობას. ასე ვკარგავდით წლებს და ეს შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ.’”-აცხადებს გახარია.

„შეუძლებელია საქართველოს წარმატება ძლიერი თბილისის გარეშე, ისევე როგორც შეუძლებელია წარმატებული თბილისი ძლიერი სახელმწიფოს გარეშე. ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არის. მუნიციპალური არჩევნები უკვე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მუნიციპალური დონე და ამ არჩევნებში მოპოვებული ხმების რაოდენობით და ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ პოზიტიურ ცვლილებებს ამ ქვეყანაში.“ – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ოპონირების მიუხედავად, გულში პარტია ,,საქართველოსთვის“.

„ ოპონენტებმაც იციან, რომ ქვეყანაში ცვლილებების დრო დადგა. მან აღნიშნა, რომ ოცნების გუნდში დარჩენილ ღირსეულ პროფესიონალებთან ხიდები უნდა შეინარჩუნონ, რადგან საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა აშენოს პოლიტიკური შეფერილობის მიუხედავად.

მინდა იცოდეთ, რომ ის ვინც დღეს ასე მედგრად გვიწევს ოპონირებას, ხშირ შემთხვევაში არაღირსეული მეთოდებით, მაგრამ არაუშავს – გულის სიღრმეში მათაც იციან, რომ ცვლილებების დრო დადგა. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ღირსეული, ისეთი როგორც ჩვენ შეგვეფერება, ისეთი რომ გვესმოდეს – ჩვენ ამ ხალხთან ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ეს არჩევნები გადაივლის, ჩვენს მოქალაქეებს ბევრი რამე დაავიწყდებათ და უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქალაქს არა ჰყავს დასაკარგი კეთილსინდისიერი პროფესიონალები – არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ვინ რა ფერის შეფერილობის იყო, ჩვენ მათ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ამას ჩვენ ვიმსახურებთ.

ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ – შევინარჩუნოთ ხიდები, იმიტომ რომ ოცნებაში დღეს ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარია დარჩენილი. მაგრამ დღეს როგორც იქცევიან ოცნების ბოსები, ისინი ფაქტობრივად გვაბრუნებენ წარსულში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა იქნება ეს თუ ოცნება, თუ იგივე მეთოდებს გამოიყენებენ, რასაც ახლა იყენებენ ერთიც და მეორეც.

ამიტომ მე ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ნაცები, ეს ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და ოცნება დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს გუშინდელი დღე. ეს მათი არჩევანია, თუმცა ჩვენ გვახსოვს ყველაფერი რაც ერთად გვიბრძოლია, გაგვიკეთებია, მიგვიღწევია – ამის დავიწყებას არ ვაპირებთ და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ის შეცდომებიც, რომლებიც ერთად დავუშვით.’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...