ახალი ამბები
Home / ამინდი / 3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.  ამის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს .

ასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე – 20–25 მეტრი წამში, დღის განმავლობაში ქარის სიჩქარე ,შესაძლოა, 28 მეტრი წამშიც იყოს.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში 15–20 გრადუსი, ხოლო სანაპირო რაიონებში – 7–12 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ ცივი და წვიმიანი ამინდი იქნება, ზოგან თოვლჭყაპი და ნისლი, მაღალმთაში – ქარბუქი. ბარში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ხოლო გორი–სურამის მონაკვეთზე – 17–22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა დღისით ბარში 6–11 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ხვალ ასევე ღუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით – მცირე ნალექი და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა კი 7 გრადუსი.

1 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსის ფარგლებში იქნება; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 8–13 გრადუსი;

თბილისში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი.

2 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, მთაში ღამით – თოვლი;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქროლებს ჩრდილო–დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მათ შორის თბილისშიც, რომლის სიჩქარე წამსი 17–22 მეტრი იქნება.

დღისით ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 7–12 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 9–14 გრადუსი; ხოლო თბილისში – 11 გრადუსი იქნება.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 3 აპრილიდან გამოიდარებს.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com