ახალი ამბები
Home / არჩევნები / 28 ნოემბერს,ხვალ  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

28 ნოემბერს,ხვალ  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

28 ნოემბერს,ხვალ  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. მოქალაქეებს ხმის მიცემა 08:00 საათიდან შეეძლებათ, ხმის მიცემა კი 20:00 საათზე შეწყდება.

ცესკო-ს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com