ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 27 ნოემბერს „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება

27 ნოემბერს „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება

27 ნოემბერს „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება.

როგორც აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნახატის სავარაუდო ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგია.

„ქართველი ქალი ლეჩაქით“ რუსული ნახატების სექციაში გაიყიდება, თუმცა „სოთბის“ აუქციონის ვებ-გვერდზე ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.

„ფიროსმანის ნახატი 1928 წელს მოსკოვში ყოფნისას ცნობილმა ავსტრიელმა მწერალმა შტეფან ცვაიგმა შეიძინა. 1942 წელს ცვაიგის გარდაცვალების შემდეგ ნახატი მისი პირველი მეუღლის ფრიდერიკე მარია ცვაიგის მფლობელობაში აღმოჩნდა, რომელმაც ის 1953 წელს მეგობარს, ჰარი ცონს აჩუქა. 1981 წელს ცონმა „ქართველი ქალი ლეჩაქით“ ნიუ-იორკში მდებარე ფრედონიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში არსებულ ცვაიგის მუზეუმს აჩუქა, სადაც ის ამ დრომდე ინახებოდა“, – ნათქვამია „სოთბის“ აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

როგორ „დააწერა“ ბიზნესი ხაზარაძემ ანზორ ქოქოლაძეს- „ელიტ-ელიტრონიქსი“10 მილიონ დოლარად გადაიფორმა

„დიახ, 10 მილიონი დოლარი მილიონ ნახევრად გადაყიდა, ანუ, გადააფორმა ოფშორულ კომპანიაზე, „თი ბი სი“ ბანკმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com