ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „25 ოქტომბრიდან „იავნანა“ბრუნდება და ხელს ნუ შეგვიშლით მუშაობაში“-პაატა ბურჭულაძე

„25 ოქტომბრიდან „იავნანა“ბრუნდება და ხელს ნუ შეგვიშლით მუშაობაში“-პაატა ბურჭულაძე

  პაატა ბურჭულაძემ ხელისუფლებას მიმართავს, რომ  ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ პროვიკაციებს ნუ  მოაწყობენ და ხელს ნუ შეუშლიან,  რადგანაც ადამიანებს  მათი დახმარება სჭირდება:

რომ „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია იგეგმება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გეგმავს გრანდიოზულ საქველმოქმედო გალა-კონცერტს. საქმე იმაშია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, რომლებსაც ფონდი დაეხმარა. მინდა მივმართო „იავნანას“ ყველა ოჯახს, სტუდენტს თუ ბავშვს, არ მოტყუვდეთ, არც ფონდი და არც მე თქვენთან ინტერვიუსთვის, ან რაიმე საკითხთან დაკავშირებით არავის ვაგზავნით. ეს ადამიანები ცრუობენ და ფონდის წარმომადგენლები არ არიან.

კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოვუწოდებ შეწყვიტოს ეს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე, უთხრას, რომ ყველაფერი იყო სიცრუე და დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები დააზარალა, ვისაც ფონდი ეხმარებოდა. ერთი წელია, ფონდი თავის საქმეს ვეღარ აკეთებს და სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი ყოველწლიურად გასცემდა. მე დღეს საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით მივმართავ, დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირთ, სანამ „იავნანა“ სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას, მანამდე მიხედეთ ამ ხალხს, თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ საქართველოს პროკურატურასაც გადავეცით იმ ოჯახების სია, ვისთვისაც დახმარების გაწევა გვინდოდა და თქვენც, საქართველოს მთავრობას გიგზავნით. 25 ოქტომბრიდან ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში მას ხელს ვეღარავინ შეუშლის“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com