ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / უწმინდესო, გთხოვთ, საჯაროდ მხარი დაუჭირეთ გიორგი ანდრიაძეს, ის ხომ თქვენს პროექტებს განახორციელებს

უწმინდესო, გთხოვთ, საჯაროდ მხარი დაუჭირეთ გიორგი ანდრიაძეს, ის ხომ თქვენს პროექტებს განახორციელებს

უწმინდესო, გთხოვთ, საჯაროდ მხარი დაუჭირეთ გიორგი ანდრიაძეს, ის ხომ თქვენს პროექტებს განახორციელებს

უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თქვენო უწმინდესობავ, 28 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია. მართალია, პრეზედენტს კონსტიტუციით აღარ აქვს დიდი ძალაუფლება, მაგრამ, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ქვეყანამ ამ არჩევნების შედეგად დაიწყოს გამოსვლა პოლიტიკური და მორალური კრიზისიდან, თუ თქვენი უწმინდესობა ინებებს და თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. სხვა შემთხვევაში, თუ თქვენ არ ჩაერევით, კრიზისი გაღრმავდება და შეიძლება დავიღუპოთ. ყველამ იცის, სახელმწიფო დიდ კრიზისშია, თითქოს კერძო კომპანია იყო ღვთისმშობლოს წილხვედრი საქართველო. ისეთი პერსონები მოჰყავთ სახელმწიფოს სათავეში, ისეთ პერსონებს არჩევინებენ ხალხს, ქვეყანას რომ არაფრით გამოადგება. უფრო პირიქით… ბევრი ახსნა-განმარტება საჭირო აღარ არის. თქვენ ყველაფერი კარგად მოგეხსენებათ! დღევანდელი პოლიტიკური ფსევდო-ელიტა, 1991-1992 წლების მიჯნაზე, მეტნაკლებად, ყველას მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად არის ასეთი. ამ ფსევდო-ელიტას ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებს. ამიტომ ჩვენი სამშობლო უფსკრულისკენ მიექანება. გვემუქრება დემოგრაფიული კატასტროფა, ეკონომიკური კოლაფსი, სახელწიფოებრიობის რღვევა, თუ თქვენ და ეკლესია ჩუმად იქნებით. ამის წამალი მხოლოდ ხელისუფლების დანაწილებაა, გადანაწილება, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ თქვენ არ გაჩუმდებით და გადამწყვეთ სიტყვას იტყვით ამ გადამწყვეტ მომენტში. წელს შეიძლება საპრეზიდენტო პოსტი გამოვტაცოთ შეუზღუდავი ხელისუფლების მქონე, ყველაფრის მპყრობელ, სამშობლოსადმი გულგრილ პოლიტ-ელიტას, შემდეგში კი, 2020 წელს, ნამდვილი მრავალპარტიულობა და დემოკრატია დავამყაროთ. რომლითაც საფუძველს ჩავუყრით ჭეშმარიტ პოლიტიკურ პლურალიზმს, შევქმნით საერთო-სახალხო მთავრობას და ხელისუფლების სათავეში, პატიოსანი, პროფესიონალი, ეროვნული და დემოკრატიულად მოაზროვნე მამულიშვილები მოვლენ, რომელთათვისაც ხალხზე ზრუნვა იქნება პრიორიტეტული და არა საკუთარი ქონების გაზრდა. დღეს, პატიოსანი, სამშობლოსადმი სიყვარულით ანთებული ადამიანები ჩრდილში არიან, არც ხელისუფლებას და არც რეკლამირებულ ოპოზიციას, პოლიტიკურ ფსევდო-ელიტას, არ აწყობთ მათი გამოჩენა, მათი ხალხისთვის დანახვება. რადგან იციან, თუ ქართველ ხალხს იმედი გაუჩნდება, თუ ქართველი ხალხი ნაღდ მამულიშვილთაგან შეკრულ გუნდს დაინახავს, ის იხუვლებს, მივა საარჩევნო ყუთებთან და არჩევნებს მოუგებს ფულითა და სხვა მაქინაციებით გაბატონებულ პერსონებს და ფსევდო-ელიტას. გიორგი ანდრიაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე, ფაქტობრივად, თქვენი აღზრდილია. იგი თქვენი გამოყვანილია საზოგადოებრივ ასპარეზზე. თქვენ იცით მისი იდეებისა და პროექტების შესახებ. თქვენ მხარს უჭერთ ამ პროექტებს და მათი განხორციელება გინდათ. მისი პროექტები (ჩვენი პროექტები), ფაქტობრივად, თქვენი პროექტებია. გიორგი ანდრიაძე მარტო არ არის, მის გვერდითაა კარგი გუნდ. პატრიოტი და მამულიშვილი ადამიანები, რომელთათვისაც სამშობლოს მსახურება ღვთის მსახურებაა და რომლებიც სახელმწიფოს გაძლიერებაზე და ერის გადარჩენაზე ფიქრობენ, დღედაღამ. მის გვერდითაა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა დიდი, პატიოსანი ნაწილი, რომელთა ოცნებაა სამშობლოს კეთილდღეობა. ვიცით, რომ გულით თქვენც მის გვერდით ხართ და ლოცავთ! გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, ყურად იღოთ ჩვენი თხოვნა, მოუწოდეთ ერს, მივიდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე და ხმა მისცეს შუაში, ხმა მისცეს გიორგი ანდრიაძეს, მის მამულიშვილურ პროექტებს – ანუ ხმა მისცენ ქვეყნის გადარჩენის დასაწყისს! სხვა შემთხვევაში პოლიტიკური ჭაობი უფრო დაჭაობდება. სხვა შემთხვევაში დიდი მარცხი და სირცხვილი გველის ყველას. სხვა შემთხვევაში, შანსი, შესაძლოა, საბოლოო შანსი გავუშვათ ხელიდან! საქართველოს პატრიარქები ყოველთვის სახელმწიფოს სადარაჯოზე იდგნენ და ეს ტრადიცია გაგრძელდება! ველით თქვენს სიტყვას, თქვენო უწმიდესობავ! იმედით ველით! მაპატიეთ, ღია წერილით რომ მოგმართავთ, მაგრამ, გაჩუმება აღარ შემეძლო. სხვანაირად უკვე აღარ შეიძლება! ვთხოვ მეუფე შიოს და სხვებს, ვისაც ეს ძალუძს, ჩვენი მიმართვა აუცილებლად წაუკითხონ მის უწმინდესობას.“

უღრმესი პატივისცემით და საუკეთესო სუევილებით ! სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ (გია) მამალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com