ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 24, 25 და 26 ივლისს, დილის 11.00 სთ-დან საღამოს 7 სთ-მდე, ასევე საღამოს 11 საათიდან დილის 08.00 საათამდე წყალი შეზღუდვით მიეწოდება თბილისის სხვადასხვა უბნებს

24, 25 და 26 ივლისს, დილის 11.00 სთ-დან საღამოს 7 სთ-მდე, ასევე საღამოს 11 საათიდან დილის 08.00 საათამდე წყალი შეზღუდვით მიეწოდება თბილისის სხვადასხვა უბნებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მთავარ სამუშაოებს განახორციელებს. ამ მიზეზით მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

24, 25 და 26 ივლისს, დილის 11.00 სთ-დან საღამოს 7 სთ-მდე, ასევე საღამოს 11 საათიდან დილის 08.00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ საბურთალოს რაიონს, კონკრეტულად თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს; ვაკის რაიონში, კი ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის და მცხეთის ქუჩებს, ბაგებს.

ასევე მთაწმინდის რაიონს, კერძოდ წყნეთს და კიკეთს 24-დან 26 ივლისის ჩათვლით წყალმომარაგება შეეზღუდება 17 საათიდან, მომდევნო დღის 13.00 საათამდე.

სამუშაოების შედეგად პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს გამავალი – მაგისტრალური ქსელი განახლდება უახლესი ევროპული ტექნოლოგიით.

პარალელურად განხორციელდება ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com