ახალი ამბები
Home / Uncategorized / 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტებიმუშაობას განაახლებენ, მაღაზიების სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტებიმუშაობას განაახლებენ, მაღაზიების სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, მაღაზიების სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ იმ შემთხვევაშ გაიხსნებიან, თუ უკვე დადგენილ და ასევე დამატებით წესებს დაიცავენ.

„მივიღეთ დამატებითი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე განისაზღვრება, მომხმარებლების დაშვება ნაკადების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს, მაღაზიის ყოველ 20 კვ. მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა, შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თვის შემდეგ უნდა მოხდეს, სავაჭრო ობიექტებში იკრძალება კვების ობიექტები ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით, დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესი“,-აღნიშნა მანდ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს (ვიდეო)

https://www.facebook.com/newpostsgeorgia/videos/1353565805017347 კომპანია ენკას ბაზასთან აქციას რიონის ხეობის დამცველების აქცია გაი მართა, ისინი ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი ...