ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 23 წლის ბიჭი აივნიდან გადახტა და თავი მოიკლა-დედა ემიგრანტია, მამა გარდაცვლილი ჰყავს…

23 წლის ბიჭი აივნიდან გადახტა და თავი მოიკლა-დედა ემიგრანტია, მამა გარდაცვლილი ჰყავს…

განგაშის ზარები უნდა ჩამოვკრათ, რა ემართებათ ჩვენს ახალგაზრდებს, რატომ მოიცვა ისინი ასე უიმედობამ?

— ——————————————-

ჩაკეტილი ბიჭი იყოო, ამბობენ… გიტარაზე უკრავდა…არ იყო კომუნიკაბელური, დედა ემიგრანტია, მამა გარდაცვლილი ჰყავს… ამბობენ შესაძლოა დედის სითბო რომ აკლია, თანაგრძნობა, სწორედ რომ დეპრესიამ დაიმარტოხელა... არადა, არა, ეს მაინც არაა გამოსავალი, ჩვენ ყველამ ჩვენი სული უნდა გავაძლიეროთ ისე, რომ სხვისი სულის გათბობაც შეგვეძლოს, არათუ სასოწარკვეთას მივეცეთ…

—————-

გუშინ ჩვენი კორპუსიდან 23 წლის ბიჭი აივნიდან გადახტა და თავი მოიკლა.

ისე იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე მთელი ღამეები არ მძინავს, ახლოს არ ვიცნობდი ამ ახალგაზრდას, სადღაც ალბათ მინახავს, ბავშვობაში კიდევაც მოვფერებივარ. ჩემი შვილის თანატოლია, ამბავს რომ ყვებოდნენ თავი საშინლად ვიგრძენი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, არარაობის განცდა დამეუფლა. რა ხდება, რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები, ვინ ჩაუსახლა ეშმაკი სულში? ან რა ნახეს ამათ ისეთი?

უმმოდ და უდედოდ გაზრდილი ბავშვები, შესაძლოა ოჯახურ სითბოს მონატრებულები, მაგრამ გამოსავალი სულაც არაა სიცოცხლის მოსპობა, უნდა წარმოიდგინო რამხელა ტკივილს აყენებ ახლობელ ადამიანებს და შენ კი საკუთარ თავს სწირავ, სულ არაფრის გამო…

რადა, რა ქნან საშოვარზე არიან გადაგებული დედები, სიმწრით რომ ზრდიდნენ და ახლა სკაიპით ეფერებიან და ანუგეშებენ შვილებს… სამწუხაროდ მომავალს კარგავენ- ვინღა ანუგეშებს ამდენ დაობლებულ ბავშვებს და შვილებდაკარგულ დედებს?

ჩვენმა თაობამ ძლივს გაზარდა ეს გოგო-ბიჭები, წვალებთ-არც შუქი იყო, არც გაზი, ზოგჯერ არც წყალი… სიმწრით გაზრდილი შვილები გვეღუპებიან...

ითქოს ტრაგედიებსაც ასე იოლად შევეჩვიეთ, რატომ? რატომ? ახლა განგაშის ზარები უნდა ჩამოვკრათ, რა ემართებათ ჩვენს ახალგაზრდებს, რატომ მოიცვა ისინი ასე უიმედობამ? რთული მატერიალური პირობების თუ ადამიანური სითბოს დეფიციტია? არ ვიცი.. არ ვიციი.. რა ხდება, მაგრამ ცხადია, უფრო მეტი თანაგრძნობა და სითბო სჭირდებათ ახალგაზრდებს.

რაც არ უნდა იყოს სუიციდს არავითარი გამართლება არ აქვს, არ გაიმეტოთ სასიკვდილოთ თავი ახალგაზრდებო, სიცოცხლე ხომ ყველაფრის მიუხედავად ძალიან ლამაზია, თქვენ ხომ ჩვენი ლამაზი მომავალი უნდა შექმნათ და გაიხაროთ…

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მარია ზახაროვა:„რუსული ენის კურსები, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება?“

~ საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,  გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com