ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 22 წლის რობერტ ახალაიამ საკუთარ მამიდაშვილს ყელი გამოჭრა,დაკავებულის ახლობელი ირწმუნება, რომ ახალგაზრდამ მსხვერპლის გაუპატიურების ფაქტი სამართალდამცავებთან აღიარა…

22 წლის რობერტ ახალაიამ საკუთარ მამიდაშვილს ყელი გამოჭრა,დაკავებულის ახლობელი ირწმუნება, რომ ახალგაზრდამ მსხვერპლის გაუპატიურების ფაქტი სამართალდამცავებთან აღიარა…

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ საზოგადოება და 19 წლის ანა ხელაძის ახლობლები შეძრა. სასტიკად მოკლული გოგონას მეგობრებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ 22 წლის რობერტ ახალაიამ საკუთარ მამიდაშვილს ყელი გამოჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს განუცხადა, რომ სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უზნაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს შორის რაიმე უთანხმოების შესახებ არ სმენიათ.

როგორც ირკვევა მკვლელობის დღეს 22 წლის ბრალდებულს, რომელმაც პროფესიით იურისტია გამოცდა ჰქონდა. ბიძაშვილ-მამიდაშვილს ლექტორებიც დადებითად ახასიათებენ.

ორივე მათგანი ფოთიდან თბილისში სწორედ უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ.

ორივე მათგანი ნათესავთან – აზა ახალაიასთან ცხოვრობდა, რომელიც მეზობლების თქმით, 4 დღის წინ ფოთში დასასვენებლად წავიდა.

შემზარავი დანაშაულის მოტივის შესახებ შს სამინისტრო ამ დრომდე არ საუბრობს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, პასუხები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დაკავებულის ახლობელი ირწმუნება, რომ ახალგაზრდამ მსხვერპლის გაუპატიურების ფაქტი სამართალდამცავებთან აღიარა.

„საშინელებათა ფილმს ვუყურე, მისი ზეგავლენის ქვეშ ვიყავი და მკვლელობაც ამის გამო ჩავიდინეო. ამ ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ანა ნახევრადშიშველი დახვდათ. გოგონას დაზიანებები ხელის მიდამოში აღენიშნება“- განაცხადა მოკლულისა და ბრალდებულის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ინტერვიუ ანონიმურმა რესპონდენტმა “ნიუპოსტს” მისცა.

ხელაძის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

INFO9.GE

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com