ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს.

 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, გართობა და სუპერ პრიზი კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. „Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს „ქართული ლუდის კომპანია“ Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა. 22 ივლისს უკვე რიგით მეოთხე პრიზს გავათამაშებთ და ყველა მოგებული ერთად ჰოლანდიაში გაემგზავრება. Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მოსული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს – მის განწყობაზე ლუდთან ერთად ჯგუფი „ვაკის პარკი“ იზრუნებს.

ყველას გელოდებით 22 ივლისს თელავში – იქნება ბევრი ლუდი, ცოცხალი მუსიკა, გართობა, ბევრი საჩუქარი და მთავარი პრიზი საგზური ბავარიის სამშობლოში.“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე. Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, 22 ივლისს, თელავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სტუმრებს 18:00 საათიდან დაელოდება.

დასწრება და კონკურსში მონაწილეობა უფასოა!

Bavaria-ს რიგით მეხუთე ფესტივალი კი ბათუმში 4 აგვისტოს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com