ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანაში იყოს შერჩევითი სამართალი“ – გია ბერძენიძე

„არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანაში იყოს შერჩევითი სამართალი“ – გია ბერძენიძე

აპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: გია ბერძენიძე, პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე;  ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; მარიამ ცაცანაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; გიორგი შაშიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; ლენა კაპანაძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

გია ბერძენიძის კანდიდატურა, მთავარი პროკურორის პოსტზე, 60 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იქნა წარდგენილი.

წარმოდგენილი კანდიდატებიდან, სხვადასხვა მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია გია ბერძენიძე. ბერძენიძე მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე კერძოდ; იგი იყო კონტროლოის სამსახურის უფროსი, აპარატის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსი, მთავარი პროკურორის მოადგილე და გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრი.

მე ნამდვილად არ ვაპირებდი ჩემი კანდიდატურის  წარდგენას გენპროკურორის თანამდებობაზეეს ჩემთვის სიურპრიზი იყო,60-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მიჭერს მხარს

პროკურატურა არა მხოლოდ დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯასარამედ უდანაშაულობისპრეზუმციის დაცვასაც უნდა ემსახურებოდესპროკურატურა უნდა იყოს  დამოუკიდებელი ორგანოდა  ანგარიშვალდებული  ხალხისა და კანონის  წინაშეექვემდებარებოდეს კონსტიტუციას და არა,  რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ისრომ ქვეყანაში იყოს შერჩევითი სამართალიყველაადამიანი თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე.

სამართლიანობა უნდა  აღდგეს  1991-92 წლიდან დღემდექვეყანაში,  სადაც არ არისსამართლიანობაქვეყანა ვერ შედგება.  დღეს კანონიერება და სამართლიანობა საქართველოში არარის აღდგენილიის მოსამართლეებირომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს  უკანონოგადაწყვეტილებებს  იღებდნენდღეს ეს  მოსამართლეები უზენაეს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეებად არიან  გამწესებული. რომელთა მუშაობაც აღნიშნულ თანამდებობაზე დაუშვებლად მიმაჩნია.  

პროკურატურა არ უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშიმასზე კონტროლს არ  უნდა ანხორცელებდეს  უმაღლესი აღმასრულებებლი ორგანორა შემთხვევაშიც პროკურატურაზე ვერ განხორციელდება ზეწოლა.

რაც შეეხება პროკურატურის პარლამენტთან ურთიერთობასმართალია პროკურატურაანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე,  მაგრამ პირდაპირ დაქვემდებარებაში  პარლამენტთანარ უნდა იყოსის სასამართლო ხელისუფლების ერთერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს,ოღონდ მისგან დამოუკიდებელი. პროკურატურა უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, მისი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული. პროკურატურა, ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, უნდა ანხორციელებდეს პროცესუალურ ზედამხედველობას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

პროკურატურის საქმიანობის პრინციპები უნდა იყოს; კანონიერება, ობიექტურობა, ფიზიკური თუ იურიდიული პირის უფლებების დაცვა და რაც მთავარია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ – აცხადებს გია ბერძენიძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო.

აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეეძლოთ კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში.

მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დარეჯან მეფარიშვილი:. „ სააკაშვილის შვილი „ჩერდაკში“ აღარ ცხოვრობს…? სააკაშვილს შევახსენებ რა თანხები გაფლანგა..“

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაფლანგულ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com