ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 2022 წლიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს  სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ

2022 წლიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს  სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ

მომავალი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 2022 წლის იანვრიდან, სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული, ამისთვის კი პროექტით 79.4 მლნ ლარია განსაზღვრული.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება სწორედ 79.4 მლნ ლარითაა გაზრდილი და 975.0 მლნ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს 1 637.5 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 112.7 მლნ ლარით აღემატება.

ამასთან, ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, 88.7 მლნ ლარით გაზრდილია სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება და 1 145.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...