ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „2020 წლის არჩევნებში,,ოცნება“ უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას ისე, რომ ,,ნაციონალები“ არ მობრუნდნენ“-დავით მაღრაძე

„2020 წლის არჩევნებში,,ოცნება“ უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას ისე, რომ ,,ნაციონალები“ არ მობრუნდნენ“-დავით მაღრაძე

„დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელი დავით მაღრაძე „პარლამენტის თავჯდომარის,  ირაკლი კობახიძის პოზიციას გამოეხმაურა,  იმის თაობაზე, რომ „დაიცავი საქართველოს“ არჩევნებში 3%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.

„ამაზე მინდა ვუპასუხო ბატონ ივანიშვილს, რადგან კობახიძეს არ მგონია თავისი აზრი გააჩნდეს. ჯერ ერთი, მე არანაირი პარტია არ დამიფუძნებია, არც ვაპირებ მომავალში დავაფუძნო, ან რომელიმე პარტიაში გავწევრიანდე. მკაფიოდ განვაცხადე, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ვაპირებ. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობის დასაწყისი და არა პოლიტიკური პარტიის შექმნის მცდელობა. შეიძლება, სამომავლოდ ეს მოხდეს, მაგრამ მე ახლა პოლიტიკურ, აქტიურ მოღვაწეობას არ ვაპირებ, ამიტომ 2020 წლის არჩევნებში მე ამომრჩევლის სტატუსით მივიღებ მონაწილეობას და არა ასარჩევის.

თვითონ „ოცნება“ რა პროცენტებს მიიღებს, იმაზე იფიქროს ურჩევნია, ვიდრე სხვების მოსალოდნელ რეიტინგებზე, რადგან როგორ კარგად ითვლის „ოცნება“ პროცენტებს, გამოჩნდა პირველ ტურში, თან რომ იზეიმეს გამარჯვება.

წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვნენ, პროცენტებში გაერკვნენ და საერთოდ, მხარდამჭერი ჰყავთ თუ არა ამაშიც გაერკვნენ. რა ზნეობაა, სახლში რომ იჯექით და იქიდან უყურებდით ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და აი, ამ ბრძოლის მინუსად გამოცხადება, თუ არის ზნეობა?! ეროვნული ამოცანის ხარისხში ავა ის, რომ ,,ოცნება“ უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას ისე, რომ ,,ნაციონალები“ არ მობრუნდნენ,“ – განაცხადა დავით მაღრაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com