ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 2012 წელს ქართულმა ოცნებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარიზმთან მიახლოვებული რეჟიმი ჩაანაცვლა

2012 წელს ქართულმა ოცნებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარიზმთან მიახლოვებული რეჟიმი ჩაანაცვლა

ქართული ოცნების“ გზა ავტორიტარიზმისკენ

ვანიშვილის დაპირება

2012 წელს ქართულმა ოცნებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარიზმთან მიახლოვებული რეჟიმი ჩაანაცვლა. კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, ქვეყანაში დასავლური ყაიდის დემოკრატიის შექმნა და ინსტიტუტების გაძლიერება იყო. მას, ამ პროცესში, არსებული პოლიტიკური და ფინანსური რესურსით, ერთგვარი დამზღვევის როლი უნდა ეტვირთა. ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და როგორც კი ზემოთაღნიშნულ მიზანს მიაღწევდა, გვერდზე გადგებოდა. ინსტიტუციური აღმშენებლობა წარუმატებელი გამოდგა. წასული ივანიშვილი დაბრუნდა და ისევ წავიდა, თუმცა ცხადია, ეს ის წასვლა არ არის რომელსაც წერილებში აანონსებდა.მთელი ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ერთმანეთის მიყოლებით იგებდა არჩევნებს. ამ გამარჯვევების მთავარი შემოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო.“ მართალია „ქართული ოცნება“ მოქალაქეებისთვის ბევრს არაფერს აკეთებდა, მაგრამ ისეთს არაფერს აფუჭებდა, რაც ადამიანების ღირსებას პირდაპირ შელახავდა. მიშას დაბრუნების შიში, რომელიც მოსახლეობაში არსებობდა (და ალბათ დღესაც არსებობს), ერთმანეთის მიყოლებით გამოცვლილი პრემიერების წარუმატებლობაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ივანიშვილი თავისი ამომრჩევლის თვალში, ყოველთვის ახერხებდა დისტანცია დაეჭირა და ღარიბაშვილის კორუფციული სკანდალები, კვირიკაშვილის დროს გაჩენილი სხვადასხვა პრობლემა და ბახტაძის რბილი უნიათობა თავის თავზე არ აეღო. ყოველ ჯერზე ის თითქოს აღიარებდა რომ კანდიდატის შერჩევაში შეცდა და ამომრჩეველს ყველაფრის ახლიდან დაწყებას სთავაზობდა.გახარია კონტექსტიდან ამოვარდაამ მხრივ, 2020 წლის არჩევნები გამონაკლისს წარმოადგენდა. პრემიერ გახარიას მისი პირადი ქარიზმატულობის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადახდენილი თავგადასავლების და პანდემიის დროს გატარებული ეფექტური ღონისძიებების გამო, თვითკმარი პოლიტიკური იმიჯი უკვე შექმნილი ჰქონდა (კარგი კრიზის მენეჯერი). არჩევნების მოსაგებად მას ივანიშვილის ავტორიტეტის წინ წამძღვარება არ დასჭირვებია. მეტიც, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, გახარია ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი იყო და არის. საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ამომრჩეველი უფრო ლიდერთან ახდენს იდენტიფიცირებას, ვიდრე პარტიის იდეოლოგიასთან, ან წინასაარჩევნო დაპირებებთან.პრემიერი გახარიას პრობლემა, იმთავითვე გუნდი იყო, რომელიც მას არ დაუკომპლექტებია. „ქართული ოცნების“ განდგომილ დეპუტატებს, არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ყოფილი პრემიერი სხვების ფონზე ‘მაღალი’ დონე იყო. გარედან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჯერ კიდევ შს-მინისტრობის დროს, იგი არც ცდილობდა კოლეგებთან დაახლოვებას. რეტროსპექტულად ჩანს, რომ გახარიას თავისი ღირებულებებით, მართლაც ვერ ექნებოდა ბევრი საერთო იმ ადამიანებთან, რომლებსაც ივანიშვილის დახმარების გარეშე, ოჯახის წევრებთანაც კი არ ექნებოდათ ავტორიტეტი. მოგებული არჩევნების შემდეგ, უკვე კარგად ჩანდა, რომ გახარიას დიდი პოლიტიკური წონა შიდაპარტიულ ბალანსს არღვევდა (He was too big to fail). გასაგები იყო რომ ამ ფონზე, ან მას უნდა მოეპოვებინა სრული გავლენა პარტიაზე, ან აუცილებლად შეეჯახებოდა ქვის მძიმე, თუმცა უშინაარსო კედელს (რაც ბოლოს თავადაც აღნიშნა).საბოლოოდ გახარია აიძულეს გადამდგარიყო. არამხოლოდ გადადგა, – პოლიტიკური პარტია დააფუძნა. „ქართული ოცნების“ არსებული ხელმძღვანელობა შეშფოთებულია. ახლადშექმნილ პარტიას, „საქართველოსთვის“ ყველა რესურსი გააჩნია, რომ მმართველ გუნდს ხმების დიდი რაოდენობა წაართვას, ამავდროულად, გუნდი, რომელიც ახალგაზრდა ტექნოკრატებით არის დაკომპლექტებული, აუცილებლად მიიზიდავს იმ აუდიტორიას, რომელიც გადაუწყვეტელია, ან წარსულში, მაღალი პოლარიზაციის გამო, არჩევნებზე საერთოდ არ დადიოდა. გახარიას ქარიზმა და საქმის მცოდნე გუნდი, არის კომბინაცია, რომელიც უბრალოდ ვერ წააგებს.„გამოსავალი“ ავტორიტარიზმიაპოლიტიკური რეჟიმების მკვლევართათვის, მარტივად გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ტიპის მმართველი ძალისთვის, განვითარების ამ ეტაპზე (ორი მოგებული არჩევნები), ორი გზა არსებობს. ერთი, დამარცხდეს არჩევნებში და ოპოზიციაში გადავიდეს. მეორე, საბოლოოდ დაივიწყოს დემოკრატია და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით შეინარჩუნოს ხელისუფლება. მმართველ გუნდში ხვდებიან, რომ ოპოზიციაში გადასვლა გამოსავალი არ არის. მიზეზი მარტივია, რაწამს ეს მოხდება ძალაუფლების ქონით გარანტირებული დამცავი ფარი ჩამოიშლება, შეწყდება შემოწირულობები, ბიძინა ივანიშვილის შექმნილი „ლიდერები“ ეცდებიან ნავიდან მანამდე ჩამოხტნენ სანამ ჩაიძირება, მათ შორის ისეთები, ვისაც გასაქცევი არ აქვთ (თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, ან იმიტომ რომ პიროვნულად არაფერს წარმოადგენენ), ყველაფერს იღონებენ რომ ეს პროცესები არ განვითარდეს.ბოლო დროს გახარიას პარტიის წინააღმდეგ დაწყებულმა რეპრესიულმა კამპანიამ, რომელიც ფსიქოლოგიური-საინფორმაციო ოპერაციებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის სადამსჯელო ღონისძიებას, მათ შორის, „ოფისების,“ თუ ე.წ „რუბილნიკების ომს“ მოიცავს, გვაფიქრებინა რომ ქვეყანა ხისტი ავტორიტარიზმის გზას დაადგა. „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი ამ მძიმე გზისთვის ზედგამოჭრილია. პარტიის რადიკალი ლიდერი ირაკლი კობახიძე და განსაწმენდელიდან დაბრუნებული „სამართებელივით ბასრი“ პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, გახარიამ კუთხეში მიიმწყვდია. მათთვის ცხადია, რომ თუ ასე გაგრძელდა, „სელექტორატი“ დაეშლებათ, ხოლო თავად გასაქცევი სივრცეც აღარ დარჩებათ. საკითხავია „ქართული ოცნების“ ზომიერი წევრები რამდენად არიან მზად, რომ საკუთარი კეთილსინდისიერება და კარიერა იმ ადამიანებს შესწირონ, რომელთაც უკან დასახევი არ აქვთ, აღნიშნულის რაციონალური მიზეზი არ ჩანს. იმედია ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტში სხედან, მოვლენებს სწორად შეაფასებენ და ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სწრაფი ტემპით სვლას არ დაუშვებენ.წყარო/Source: https://bit.ly/3xgNAsb

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...