ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 2008 წლის 9 აგვისტოს, საქართველოში შემოჭრილი 58-ე არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი, ქართველებთან შეტაკებაში უკანალში მძიმედ დაიჭრა და ვლადიკავკაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

2008 წლის 9 აგვისტოს, საქართველოში შემოჭრილი 58-ე არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი, ქართველებთან შეტაკებაში უკანალში მძიმედ დაიჭრა და ვლადიკავკაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

„`ზუსტად 11 წლის წინ, ქართველმა ,,კომანდოსებმა” 58-ე არმიის კოლონა გაანადგურეს, გენერალი ხრულოვი კი უკანალში დაჭრეს!

2008 წლის 9 აგვისტოს, საქართველოში შემოჭრილი 58-ე არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი, ქართველებთან შეტაკებაში უკანალში მძიმედ დაიჭრა და ვლადიკავკაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 
ეს ეპიზოდო რონალდ ასმუსმა რუს ჟურნალისტებზე და სხვა თვითმხილველებზე დაყრდნობით თავის წიგნში „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ ასე აღწერა:

“ვლადიმირ პუტინი, განსაკუთრებით, 9 აგვისტოს დილით, 58-ე არმიის მეთაურზე, გენერალ ანატოლი ხრულიოვზე განხორციელებულმა თავდასხმამ და მისმა დაჭრამ გაამწარა: ქართული ძალები ხრულიოვის კოლონას ჩაუსაფრდნენ, პირველი კოლონა (რომელშიც ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ) მაშინ, როცა ის კვერნეთის გზით ცხინვალის “სამხრეთ ქალაქისკენ” მიემართებოდა, მოულოდნელად გადააწყდა ქართულ სამხედრო მობილურ დაჯგუფებას.

ეს იყო მე-2 ბრიგადის სადაზვერვო ასეული. რუსულმა მხარემ ალბათ არ იცოდა ზემოთ ხსენებული გადაჯგუფების შესახებ (შსს-ს ძალებისა და 42-ე ბატალიონის გაყვანის შემდეგ ხეთაგუროვო-ზემო ნიქოზის ფრონტზე სენაკის მე-2 ბრიგადის შენაერთები ღამით შეიყვანეს). სწორედ ამიტომ რუსი გენერლისათვის, რომელიც ავტომანქანა “უაზით” მშვიდად მიემართებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა თურქული “ლენდროვერებით” ქართული სპეცნაწილების გამოჩენა.

მათ შორის ბრძოლა სავარაუდოდ 11:00 საათისთვის გაიმართა. ეს მოხდა “შანხაის” დასახლებაში, რუსული სამშვიდობო ბაზიდან ჩრდილოეთით, 300-500 მეტრის დაშორებით. ქართულმა სადაზვერვო ასეულმა ყუმბარმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა რუსულ სამხედრო კოლონას, რომელიც ორი ასეულისგან შედგებოდა. როგორც ტელეარხ “როსიას” კორესპონდენტი აღწერს:

“ეს იყო კონტაქტი 5, შესაძლოა 10 ან 20 მეტრის სიახლოვეში. მიდიოდა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ, საათ-ნახევარი გაგრძელდა. მანქანაშივე დაიჭრა თავად 58-ე არმიის სარდალი გენერალი ხრულოვი. ამ ბრძოლაში 22 რუსული სამხედრო მანქანიდან 5 დაიწვა (3 ბე-ტე-ერი და 2 ტანკი), დაიღუპა 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე, დიდი რაოდენობით იყვნენ დაჭრილებიც. მოულოდნელობისგან რუსი ჯარისკაცები გაქცევით ცდილობდნენ თავის დაღწევას. დანაკარგების გამო კოლონა იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო ზემო ქალაქისაკენ. დანაკარგი იყო ქართულ მხარესაც”.

9 აგვისტოს, ხრულოვის მეორე კოლონიდანაც, რომელიც ძარის გზით მიემართებოდა ცხინვალისკენ, ქართველთა საარტილერიო ცეცხლით განადგურდა 135-ე პოლკის 4 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და ნაღმმტყორცნთა ბატარეის 2 “გაზ-66″.

რუსმა ჟურნალისტმა ისიც კი აღწერა, გვამებით გარშემორტყმული გენერალი როგორ ფხოჭნის თითებით მიწას და ღრიალებს – ამათი დედაც, თითქმის მთელი ბატალიონი გამიწყვიტესო…”“-ჟურნალისტ გიორგი გიგაურის პოსტიდან.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...