ახალი ამბები
Home / Uncategorized / 2008 წლის აგვისტოს ომი ომი,რომელმაც შეძრა მსოფლიო…ომი,რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა საქართველოს…ომი,რომლის გამეორების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს..

2008 წლის აგვისტოს ომი ომი,რომელმაც შეძრა მსოფლიო…ომი,რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა საქართველოს…ომი,რომლის გამეორების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს..

2008 წლის აგვისტოს ომიომი,რომელმაც შეძრა მსოფლიო…ომი,რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა საქართველოს…ომი,რომლის გამეორების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს..

შესაძლოა ისტორიისთვის 7 აგვისტოდან 22 აგვისტომდე გავლილი დრო არაფერია,ომგამოვლილისთვის კი,მთელი ცხოვრებაა.თითოეული წვეთი სისხლი,თითოეული დაღუპული ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე ქართული სახელმწიფოსთვის უზომო დანაკლისია.მინდა ერთი ასეთი გმირის შესახებ მოგიყვეთ,რომელიც ჟურნალ “არსენალში” ამოვიკითხე და რომელიც შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს.


“ნანო,წავედი,სამშობლო უნდა დავიცვაო” —ასე დაემშვიდობა დედას გორის რაიონის სოფელ შერთულში მცხოვრები ჯარისკაცი გოგიტა მაკრახიძე…იგი ოთხი წელი მსახურობდა საკონტრაქტო ჯარში,აგვისტოს ომის დაწყებისდღიდანვე წინა ხაზზე იბრძოდა.ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა…

გოგამ დაქორწინებაც ვერ მოასწრო.ბიჭებს ეუბნებოდა:თუ ომი მოვიგეთ და შინ მშვიდობით დავბრუნდით,მალე დავქორწინდები და მაგრად გაქეიფებთო, მაგრამ…..

აგვისტოს ომი

რუსეთ-საქართველოს ომი — ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად. ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა.

პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

 რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს.

 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო არცნობილი ტერიტორიები კი სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

წყარო 
ომის გმირები

Soldiers run near a blazing apartment after a bombardment in the town of Gori, 80 km (50 miles) from Tbilisi, August 9, 2008. A Russian warplane dropped a bomb on an apartment block in the Georgian town of Gori on Saturday, killing at least 5 people, a Reuters reporter said. The bomb hit the five-story building in Gori close to Georgia’s embattled breakaway province of South Ossetia when Russian warplanes carried out a raid against military targets around the town. REUTERS/David Mdzinarishvili (GEORGIA)

Georgians help an injured woman in the town of Gori, 80 km (50 miles) from Tbilisi, August 9, 2008. A Russian warplane dropped a bomb on an apartment block in the Georgian town of Gori on Saturday, killing at least 5 people, a Reuters reporter said. The bomb hit the five-story building in Gori close to Georgia’s embattled breakaway province of South Ossetia when Russian warplanes carried out a raid against military targets around the town. REUTERS/David Mdzinarishvili (GEORGIA)

A Russian military vehicle rolls past a house set on fire by South Ossetian militia in the Georgian village of Kvemo-Achebeti outside the South Ossetian capital of Tskhinvali, August 18, 2008. REUTERS/Denis Sinyakov (GEORGIA)

A Georgian man cries near the body his relative after a bombardment in Gori, 80 km (50 miles) from Tbilisi, August 9, 2008. A Russian warplane dropped a bomb on an apartment block in the Georgian town of Gori on Saturday, killing at least 5 people, a Reuters reporter said. The bomb hit the five-story building in Gori close to Georgia’s embattled breakaway province of South Ossetia when Russian warplanes carried out a raid against military targets around the town. REUTERS/ Gleb Garanich (GEORGIA)https:

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“2-3 თვეში, შეიძლება „ინდური შტამი“ დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ე.წ. ბრიტანული შტამი”

ახალი ინდური წარმოშობის ვირუსის გავრცელებას პროგნოზირებს იმუნოლოგი ივანე ჩხეიძე “2-3 თვეში, შეიძლება „ინდური შტამი“ დომინანტური ...